წამოდი, ლამაზო, სვანეთში წავიდეთ...(მესტიელი გოგონას, მე-11 კლასელი მაქი კვიციანის ლექსი)
ნახე, ლამაზო, შორს კრავენ გვირგვინებს,
ნახე, უშბაზე რა თეთრად დათოვა, -
გრძნობები ერწყმიან თოვაში ერთმანეთს
იცი, ეს რას ნიშნავს? - ღმერთმა მიგვატოვა;
ვხედავ, უშბის ძირში შენ რომ გამორბიხარ,
თეთრ კაბას ფიფქები გრძნობებით უმზერენ,
ლილეო! დასჭექენ სვანეთის დევები
ბეჩოში პიკ მაზერს ღიმილით უმზერენ.
გულიდან - გულამდე, სისხლიდან - სისხლამდე,
გრძნობიდან - გრძნობამდე, თოვიდან - თოვამდე
კოშკიდან - კოშკამდე, ჩემიდან - შენამდე,
დღეიდან ხვალამდე და ასე, ბოლომდე
და შორს, მერმისამდე...
ავიდეთ უშგულში, დალალებს დაგიშლი
და ამ თეთრ თოვაში მე ფიქრებს აგიშლი,
მაზერში ჯგურაგის საყდარში აგიყვან,
ჩვენს ცოდვილ ცხოვრებას დავიწყებთ თავიდან,
უშბაზე სამახვშო საკარცხულს დაგიდგამ
და თითქოს თავიდან შენ ფეხსაც აიდგამ,
ვერ ხედავ, ლამაზო, თოვლი რომ გეხება?!
ტუჩებით გიგზავნის კოცნას მწველს, ვნებიანს,
ასეა სვანეთში, ასეა, იცოდე, -
ასეა, როდესაც ქალს ეგებებიან, -
წამოდი, ლამაზო, სვანეთში წავიდეთ
და იქედან კი უშბაზე ავიდეთ...
წამოდი, ლამაზო, სვანეთში წავიდეთ!..