მეც ინტერნეტით ვნახე ფილმი"სვანი".საშინელი ხარისხით. ხმა თითქმის ნახევარი წუთით უსწრებდა
გამოსახულებას.მიუხედავად ამისა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ, მართალია, ფილმი შედევრი არ არის, მაგრამ
კარგი ფილმია.
ზურა მართალია. ფილმი ან სვანურად უნდა ყოფილიყო, ან გახმოვანება უნდა ყოფილიყო კარგი. საშინლად
ისმინება სვანურ-იმერულ-ქარტლურ-მოხევური კილოები. ქართველი მსემენელისათვის გახმოვანება საშინელია, ვაღიარებ.
ჯობდა ზოგი მსახიობიც სხვას გაეხმოვანებინა. თუმცა, თუ ფილმი საზღვარგარეთ გავა, იქ
მხოლოდ ტიტრების შესაბამისობა იქნება მთავარი.სიუჟეტი მძაფრია და სვანებს გულზე გვხვდება ცოტაოდენი
სიველურე.მაგრამ ეს რამდენიმე ისტორიაა გაერთიანებული და რა თქმა უნდა გაზვიადებულიც. რას ვიზამთ,
მკაცრი იყო მთის კანონები და არამარტო საქართველოში. ეს რეალობა იყო და ხანდახან ახლაც აქვს ადგილი, როცა
სახელმწიფოს კანონი უფრო ჰუმანურია, ვიდრე დაზარალებულ მხარეს მიაჩნია.
წარმატება ვუსურვოთ კიდევ ერთ სვან რეჟისორს საერთაშორისო ასპარეზზე!