mevarეს ავიარეისი ქუთაისის მიმართულებით ალბათ, ხომ? კოდორი ქუთაისიდან სრულდებოდა.
ზოგადად, რეისის ამინდზე დამოკიდებულება არ მხიბლავს, რომ არაფერი ვთქვა აეროპორტში ხალხის
უიმედო რიგზე ვერტმფრენში მოხვედრის მოლოდინში. საშინელი გამოცდილება მაქვს მიღებული
* * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * *
http://www.ambebi.ge/mozaika/8501-amayad-g...i-svanethi.htmlამაყად გაპარტახებული სვანეთინამდვილად ვერ გეტყვით, რას გრძნობენ ადამიანები, როცა ამერიკაში, თავისუფლების ქანდაკებასთან დგანან, მაგრამ თუ ნამდვილი თავისუფლების შეგრძნება გსურთ, სვანეთში უნდა წახვიდეთ, მთიდან გადმოიხედოთ და შეეცადოთ იმაზე ხმამაღლა იყვიროთ, რომ ენგურის ღრიალი გადაფაროთ. რას იყვირებთ, მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ, საეჭვოა, ვინმემ გაიგონოს - სამწუხაროდ, სვანეთი დღეს იმაზე მეტად არის დაცლილი, ვიდრე რომელიმე კუთხე საქართველოსი.
მშობლიურ კუთხეში ათდღიანი მოგზაურობა რამდენიმე ეტაპად მსურს დავყო და მას თავიდან კი არა, შუიდან, კვირიკობის დღესასწაულიდან დავიწყებ და საამისოდ ორი მიზეზი მაქვს. პირველი ის, რომ წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია ჩემი სოფლის მთაზე დგას და სვანები მას «კალა-ლაგურკად» მოიხსენიებენ და მეორეც - კალაში შესვლამდე გზის პირზე დიდი ჯვარი დგას და მომლოცველები თავიდან ამ ჯვართან ჩერდებიან, რადგან პირველად სწორედ აქედან ჩანს მთის წვერზე ამაყად მდგარი კვირიკეს ეკლესია. ჰოდა, ეს ჯვარი 1980 წელს, მაშინ როცა კომუნიზმი ყვაოდა, მამაჩემმა გააკეთა, დადგა და მართალია, ამის გამო უამრავ პრობლემას წააწყდა, სვანური სიჯიუტით თავისი გაიტანა.
"კალა-ლაგრუკა"
28 ივლისს, ზემო თუ ქვემო სვანეთი კალაში ჩადის და წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარში ლოცულობს. წელს 28 ივლისის დილა თავსხმა წვიმით შეგვეგება და ასეთ ამინდში მთაზე მიმავალი საცალფეხო ბილიკის გავლა როგორი საქმეა, თავად განსაჯეთ. იყო ტალახში სრიალი და ჟრიამული. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, აღმართ-დაღმართს უამრავი ადამიანი მიუყვებოდა და მათგან ყველაზე ცნობილი ზურაბ ნოღაიდელი და ირაკლი ალასანია იყვნენ. თუ ბატონი ზურაბი არ მიწყენს, ვიტყვი, რომ აშკარად დაღლილი ჩანდა, ალასანიას კი, როგორც სჩვევია, შთაგონებული სახე ჰქონდა, თუმცა პოლიტიკაზე არც ერთს სიტყვაც არ დაუძრავს - სვანეთში, სალოცავში ლოცვისთვის ვართო. აღმართზე, ერთ-ერთი ხის ძირში მათხოვარი მოკალათებულიყო და დაყენებული ხმით ამბობდა, პურის ფულით დამეხმარეთო. ეს ტექსტი აშკარად არ ამართლებდა, რადგან სვანეთში პურს არავინ დაგამადლის - ნებისმიერს მიუკაკუნე კარზე და კუბდარითა და ხაჭაპურით გაგიმასპინძლდება. ამაში კიდევ ერთხელ მაშინ დავრწმუნდი, როცა კვირიკობის ღამეს, სოფელში შემორჩენილი ოცამდე ადამიანი შევიფარეთ მამაპაპისეულ სახლში. წვიმის გამო საერთო სუფრა არ გაშლილა და ცეკვა-თამაშიც ნაკლები იყო, თუმცა არავინ წუწუნებდა, ყველა საკუთარი სანთლის დანთებას ცდილობდა და ლოცულობდა. შესაწირად ან ხარი მოჰყავთ, ან თიკანი. გადმოცემის თანახმად, როცა ივლიტას აწამებდნენ, პატარა კვირიკე ტიროდა და იგი თიკნის ხტომა-თამაშმა გააცინა. ამიტომაც, სვანები მხოლოდ თიკანს სწირავენ. და ერთიც - კალისკენ მიმავალ გზაზე ერთი სანახაობაც იპყრობს თვალს - ენგურში, დიდ ქვაზე კოშკი დგას. მას სვანები სიყვარულის კოშკს ეძახიან. გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთმა სვანმა ქალიშვილის გათხოვებაზე უარი თქვა და სასიძოს უთხრა, თუ ჩემი ქალი გინდა, ენგურზე კოშკი დამიდგიო. ლეგენდის ბოლო არავინ იცის, მაგრამ ენგურზე მრავალსაუკუნოვანი კოშკი დღესაც ამაყად დგას.
პრობლემაროგორც ყველგან, სვანეთშიც მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. პრაქტიკულად არავინ მუშაობს და ძირითადად ამაზე წუხან. თითქმის არ არის ნაღდი ფული, მაგრამ საჭმელ-სასმელი ბევრია - ნახევრად დაცლილ სოფლებში ბევრი საძოვარია და საქონელიც ჰყავთ. თავად ადგილობრივები ვერანაირად ვერ მიეჩვივნენ ნახევრად დანგრეული სახლების ყურებას, ტურისტები კი ამაში ეგზოტიკას ხედავენ და სურათებსაც ბევრს იღებენ. გამოგიტყდებით და, არ ვიცოდი - თურმე სვანეთში საბაგიროც გაუკეთებიათ და კომუნისტურ პერიოდში ეს პროექტი ასი ათასი მანეთით დაფინანსებულა. საბაგიროს მეშვეობით მთიდან ერთადერთხელ დაუშვეს თივა, მერე კი ტროსი გაწყდა და მის აღდგენაზე არავის უფიქრია. საბაგიროს ნარჩენები, დაახლოებით ათ ტონამდე რკინა, დღესაც გზის პირზე გდია და მის ჯართში ჩაბარებაზე არავინ ფიქრობს - მესტიაში ჯართსაც კი არავინ იბარებს და ზუგდიდამდე ჩამოტანას ფული უნდა. ზუგდიდამდე სიარული ადგილობრივებს მაინც უხდებათ და ამაზეც უკმაყოფილოდ ლაპარაკობენ. ისე, ნახევრად დამწვარი ტყე ვნახე და როცა ვიკითხე რა სჭირს-მეთქი, საინტერესო პასუხი მოვისმინე - ერთი-ორი წლის წინ ცეცხლი წაეკიდა, სამი დღე იწვოდა, ჩვენ ვერ ჩავაქრეთ და მერე წვიმამ გვიშველაო. ხელისუფლებასაც შევატყობინეთ და იმათაც ასე გვითხრეს, წვიმა ჩააქრობსო.
- არაფერს ვამბობთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მუდმივად მეგრელია და მისი რეზიდენცია ზუგდიდშია, არც იმაზე ვამბობთ რამეს, რომ მესტიაში პოლიციის უფროსიც სამეგრელოს წარმომადგენელია, მაგრამ აგვიხსნას ვინმემ, რატომ არის სამეგრელოში სატყეო დეპარტამენტის სამხარეო შენობა. წალენჯიხის, ზუგდიდისა და მესტიის ტყეები აღწერეს და დაადგინეს, რომ მესტიის ტყის ფართობი 94 ათასი კვადრატული მეტრია, ხოლო ზუგდიდისა და წალენჯიხის ერთად აღებული 56 ათასი. სატყეო სამსახური კი წალენჯიხაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ხის მოჭრის უფლება რომ მივიღოთ, წალენჯიხაში უნდა ჩავიდეთ, რაც ექვსსაათიანი მგზავრობაა. თუ რამე საბუთი წესრიგში არ იქნება, ჩამოსვლა მეორედ გვიწევს. არ ვამბობთ, რომ შეღავათი მოგვცენ და ფული არ გადაგვახდევინონ, მაგრამ ასე ნუ გაგვაწვალებენ. ფულს გადავიხდით, ოღონდ კარგი იქნება, თუ ამის გაკეთება მესტიაში მოგვიწევს, მით უმეტეს, რომ ფართობის მიხედვით ტყე წალენჯიხასა და ზუგდიდზე თითქმის ორჯერ მეტი გვაქვს, - ამბობენ სვანები.
განათლების მინისტრ ნიკა გვარამიას რომ ჰკითხოთ, საქართვ¬ელოში თითქმის ყველა სკოლა გარემონტებულია, მაგრამ იფარის სკოლაზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. შენობა პირველად რომ ვნახე, მიტოვებული და დანგრეული მეგონა, მაგრამ როცა მითხრეს, სკოლააო, გავოცდი. თავზე ხელი ავიღე და ვიკითხე, ინტერნეტი თუ გაქვთ-მეთქი და ისეთი სახით შემომხედეს, შემრცხვა.
სამაგიეროდ, მესტიის საავადმყოფო მომეწონა და თურმე სულ ტყუილად. გარედან შეღებილ შენობაში არ შეისვლება. ამონგრეული იატაკი, მტვერი და სიბინძურე. ექოსკოპიის აპარატი აქამდე მესტიაში არ ყოფილა და ახლა ჩაუტანიათ.
- ერთი სასწრაფო დახმარების მანქანა მუშაობს და სწრაფადაც დადის, მაგრამ დილის 12 საათამდე ექიმები არ მოდიან, ღამე კიდევ არ რჩებიან. თუ დახმარება ღამით დაგჭირდა, ჯერ სასწრაფოს უნდა დაურეკო, მერე ექიმის ტელეფონი გაიგო და შეაწუხო, საავადმყოფოში მოდი, ავადმყოფი მომყავსო, - ამბობენ სვანები და თითქოს ამასაც მიჩვეულები არიან - ხალხური მედიცინის ძალა საკუთარ თავზე გამოვცადე, როცა თავის ტკივილი რაღაც ბალახის ფესვების ნაყენის მიღების შემდეგ გამიყუჩეს.
სურსათიარც კი ვიცი, მესტიაში არსებულ ფასებს რა ვუწოდო. საზამთრო ლარი, ატამი და პომიდორი - ორი ლარი, სოფელში ატანილი ორმოცთეთრიანი ნაყინი კი სულუგუნში იცვლება - რვა ცალი კილოში. დიდები კი აპროტესტებენ, მაგრამ პატარები ტირილს რომ დაიწყებენ, სულ არ აინტერესებთ, რომ მშობლებს სულუგუნის გაცემა პრაქტიკულად, სამ ლარად უწევთ. თითო კილოს ყველა იმეტებს და ერთ კომუნისტურ ფრაზას მეც გავიმეტებ - ქორ-ვაჭრები სოფლებიდან მუქთად ნაშოვნი სულუგუნით ბრუნდებიან. პური არ იყიდება, რადგან ყველა შინ აცხობს და ეს იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, როგორც თბილისში დილაობით ყავის დალევა. რაღა თქმა უნდა, არ არის საფირმო მაღაზიები და ძირითადად მეორადი ტანსაცმელი იყიდება.
ის, რაც არ უთქვამთმესტიაში ერთი ფეშენებელური საპირფარეშო აუშენებიათ, მაგრამ რად გინდა, მუდმივად დაკეტილია. როცა მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, მაგას მხოლოდ მაშინ ხსნიან, როცა ვინმე ჩამოდისო. მესტიის ცენტრში არ დგას არც ერთი ურნა და თუ ადგილობრივები და ჩასულები ნაგავს პირდაპირ ქუჩაში ყრიან, უცხოელები ჩანთებში ინახავენ და მერე სასტუმროებში განთავსებულ ურნებში აგდებენ. ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონემ შემომჩივლა კიდეც, ესენი რომ ტყეში მიდიან, იქიდან ერთი ჩანთა ნაგავი მოაქვთ და მერე ჩემი გადასაყრელი ხდებაო. სად ყრი-მეთქი, რომ ვკითხე, გაოცებულმა შემომხედა და მარტივად მიპასუხა - ენგურშიო.
რა თქმა უნდა, არჩევნებზეც ჩამოვუგდე სიტყვა და ოპოზიცასა თუ პოზიციაზე ვესაუბრე. სვანეთი არავის აინტერესებს, რადგან ოფიციალურად რეგისტრირებული ცხრა ათასი ამომრჩეველია, რეალურად კი მხოლოდ ექვსი ათასი ცხოვრობს და ამ ხმებს საერთო სურათზე გავლენის მოხდენა არ შეუძლიაო. ძაგებით არავინ უძაგებიათ, არც ვინმე შეუქიათ, მაგრამ ერთი საინტერესო ფაქტი გაიხსენეს - როცა ენერგეტიკის მინისტრი ამჟამინდელი პრემიერი ნიკა გილაური იყო, ერთ დღეს გამოვიდა ტელევიზიით და თქვა, ელექტროენერგიის სერიოზული პრობლემები გვექნება, რადგან ენგურჰესზე წყლის დონე კრიტიკულად დაბალიაო. არადა, სწორედ იმ დღეს ზუგდიდიდან მოვდიოდით და ასე სავსე წყალსაცავი არ გვენახა. ვერ მივხვდით, რაში დასჭირდათ ეს ტყუილი, მაგრამ აშკარა ტყუილი იყოო.
სვანეთში ტელევიზიის სამი არხი აჩვენებს - "პირველი არხი", "იმედი" და "რუსთავი 2". ათი დღის განმავლობაში სწორედ ამ არხებს ვუყურებდი და თუ ჩემს კოლეგა ნინო ქაჯაიას დავესესხები, ამ არხების შემყურეს ერთადერთი აზრი მომდიოდა თავში - ცხოვრება მშვენიერია.
დასასრულიმესტიაში ერთი უკრაინელი ტურისტი ვნახე. ბევრი ვისაუბრეთ, იმდენად ბევრი, რომ განათლების რეფორმასაც გადავწვდით და წიგნების თემას შევეხეთ. სერიოზული ეჭვი მაქვს, უკრაინული ვარიანტი საქ¬ართველოში ყველა მშობელს მოეწონება, მაგრამ რამდენად მოეწონებათ განათლების სამინისტროში, ვერ გეტყვით. მოკლედ, უკრაინაში ყველაზე ძვირი თურმე მეათეკლასელთა წიგნების შეძენა ჯდება, დაახლოებით ათასი გრივნა, რაც 120 დოლარის ეკვივალენტია. როცა ბავშვი სკოლაში შედის, მშობელი ამ 120 დოლარს იხდის და წიგნებს უფასოდ იღებს. თუ წლის ბოლოს რომელიმე წიგნი არ დაბრუნდება, მაშინ თანხა ამ 120 დოლარიდან იქვითება და მშობელი ვალდებულია დანაკლისი შეავსოს. ასე გრძელდება ბოლომდე და როცა სკოლას ამთავრებენ, ეს თანხა უკან უბრუნდებათ, ანუ ისინი, პრაქტიკულად, არაფერს კარგავენ. ალბათ, გაინტერესებთ, საიდან მოაქვს სახელმწიფოს ამდენი წიგნის დაბეჭდვის სახსრები. საიდან და, თანხა სახელმწიფო ბანკში ირიცხება, პროცენტები კი წიგნების ყოველწლიურად დასაბეჭდად სავსებით საკმარისია. სამაგიეროდ, მშობლებს არ უწევთ ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე ბაზრობებზე სიარული და სხვადასხვა ავტორის წიგნების ძებნა და თანხების გადახდა.
უკრაინელმა მითხრა, ასე ხალხზე მზრუნველი სახელმწიფო იქცევაო და ისიც დააყოლა, ისეთი დაძაბული არ არის სიტუაცია, როგორც შენ დამიხატე, არ ვიცი, ქართული არხები რას ამბობენ უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მაგრამ მე მხოლოდ სამი პოლიტიკოსი ვიცი - ტიმოშენკო, იუშჩენკო და იანუკოვიჩი, დანარჩენი არც მაინტერესებს და წარმოდგენა არ მაქვს, ამა თუ იმ სამინისტროს ვინ ხელმძღვანელობსო.
არმაზ ხარძიანი
”ყველა სიახლე”
This post has been edited by forever`s_NEVER on 11 Aug 2009, 10:09