რატიუსბათუმში საახალწლოდ მრავალი კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. ახალი წლის დღეებში სასტუმროებში, რესტორნებში და სავაჭრო ცენტრ BTM -ში 15% -იანი ფასდაკლება იქნება, რაც ტურისტებისა და ბათუმში ახალი წლის გატარების მსურველთათვის სასიამოვნო სიურპრიზი უნდა იყოს.
გთავაზობთ საახალწლო ღონისძიებების აფიშას:
15 დეკემბერი – საახალწლო ნაძვის ხის ანთება
მოძრაობის თეატრის შოუ; ფეიერვერკი;
25-31 დეკემბერი - ყინულის სასახლე _ საახალწლო შოუ პროგრამა
30-31 დეკემბერი - თოვლის ბაბუების აღლუმი ბათუმში 200 მდე სანტა კლაუსი და თოვლის ბაბუ დაივლის ბათუმის ცენტრალურ ქუჩებს და ამცნობენ ყველას ახალი წლის ღამეს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები და ჯამბაზები.
31 დეკემბერი- გრანდიოზული საახალწლო კონცერტი ევროპის მოედანზე მონაწილეობენ: ანსამბლი “სუხიშვილები”, ანსაბლი “რუსთავი”,ნინო ანანიაშვილი და საბალეტო დასი, სიმფონიური ორკესტრი, ოპერის ვარსკვლავები, მოძრაობის თეატრი, აკრობატების შოუ. რეჟისორი ლაშა ონიანი. კონცერტისათვის სპეციალურად გაკეთდა 3 იარუსიანი სცენა.
აგრეთვე 18.00 საათიდან პოპულარული მუსიკის კონცერტი იქნება თეატრთან გაკეთებულ სცენაზე.
31 დეკემბერი-ხოსე კარერასის კონცერტი ევროპის მოედანზე, ლაზერ-შოუ. ფეირევერკი. ქალაქის რამდენიმე წერტილში დამონტაჟდება სპეციალური ეკრანები, რომლებზეც მოხდება საახალწლო კონცერტის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება. საახალწლო საკონცერტო პროგრამა დასრულდება ტექნო მუსიკით (ინგლისელი Dj)
1 იანვარი- ჯგუფი “შინისა” და “ცისფერი ტრიოს” კონცერტები. (სცენა იქნება თეატრთან)ნიკა მემანიშვილის ორკესტრი.საახალწლო პროგრამა ბათუმის ოპერისა და დრამის თეატრში საახალწლო საკონცერტო პროგრამა დასრულდება ტექნო მუსიკით (ინგლისელი Dj)
2 იანვარი - დათო ევგენიძის ჯგუფის, ცნობილი საქსოფონისტის იგორ ბუტმანის კონცერტი სახალხო სეირნობა (12 საათიდან 6 საათამდე)ქალაქის ცენტრში, მემედ აბაშიძის გამზირი გადაიკეთება ფეხით მოსიარულეთათვის. ბათუმის რესტორნები, აგრეთვე აჭარის რაიონების წარმომადგენლები მოაწყობენ საკუთარ კუთხეს და გაუმასპინძლდებიან სტუმრებს. მოეწყობა ეთნოგრაფიული გამოფენები, ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლები, გაკეთდება გიგანტური აჭარული ხაჭაპური.
საახალწლო დღეებში ბათუმის რესტორნებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები და კონცერტები. 31 დეკემბრის ღამეს შოუ პროგრამები აქვთ კლუბებს “ინტურისტი”,BBlack Bar ”, “არენა”."არტ-ბულვარი”.
31 დეკემბერი-რესტორანი “მეგრულ-ლაზური” – “პიკასოს ბიჭების” ძველი და ახალი თაობა. “ჯეოსტარელები” ბათუმიდან.
31 დეკემბერი-რესტორანი “ძველი გემი” – ცოცხალი მუსიკა, შოუ პროგრამა.
31 დეკემბერი-“ინტურისტი-დისკორიუმი”-Dj სერ, Dj Dreem, ლატარიის გათამაშება, საახალწლო მაგიდა.
31 დეკემბერი-“არმენია-ნიუ”-ფეიერვერკები, გასართობი შოუ-პროგრამა.
31 დეკემბერი-“სან-რემო”. საახალწლო შოუ-პროგრამა.
31 დეკემბერი-”არტ-ბულვარი”. ბალ-მასკარადი.შოუ-პროგრამა.
1 იანვარი- “ინტურისტი-დისკორიუმი”.BBlack Bar –ფართი. Dj მანჩესტერიდან.
წყაროოხო, ეგ რაც შეეხება სანახაობას. ძალზე საინტერესოა ამ ყველაფრის ფინანსური მხარე.

აბა ვინ მოგვაწოდებს?
This post has been edited by kmuno on 23 Dec 2009, 10:24