amadeusმე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო

ეხა მოვედი ნასვამი, ნაქეიფარი, მარა „დიდხანს ეს სოფელი, გაახარებს ვინმეს განა?!“ ისე, კაი საკბილო კი დამახვედრე და შენი არ იყოს, მეც ვიწყებ
შენს მიერ დამოწმებულ მაგ წყაროში სარწმუნო ვერაფერი ვნახე, გარდა საბას ერთი ფრაზისა „კულა - ხის სასმისი, ხმიანი“. „ხმიანი“ არის ჩემო ბატონო ამადეუს ერთად-ერთი არგუმენტი, საიდანაც დიდი წვალებით შეიძლება მიაღწიო „მერცხლის ოდენ ხმამდე“. სერიოზული დასაბუთება სჭირდება იმასაც (წინასწარ გეტყვი, გაგიჭირდება), რომ გამოცანის პირველტექსტი მაინცდამაინც ჩვენებურია, რაჭული და თანაც სწორედ კულას უკავშირდება. გარდა ამისა, გასარკვევი გვაქვს, გამოცანისთვის რომელი ნივთი უფრო პირველადი შეიძლებოდა ყოფილიყო, კულა თუ ჩონგური?
მერე კიდე, პოეტური ტექსტის ავტოხთონურობის დადგენისას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა მეტრიკა (ანუ საზომი), ბგერწერა, ალიტერაციები, ანაგრამები და ა.შ. თუკი შევადარებთ ამ ორ ნიმუშს, აღმოჩნდება, რომ პირველი ნიმუში ლექსწყობისა და პოეტური ხელოვნების თვალსაზრისით აბსოლუტურად გამართულია. იგია კლასიკური რვამარცვლიანი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საზომი ქართულ პოეზიაში, რომელიც უმთავრესად გვხვდებოდა 16 მარცვლიანი ქორე-დაქტილური ლოგაედისა და ქორეულ-პეონური პოლიმეტრის (ე.წ. მაღალი და დაბალი შაირის) ნახევარტაეპის, ანუ დატეხილი 16 მარცვლიანის სახით.
არსებობდა რვამარცვლიანის რამდენიმე სახეობა, „ოთხი ქორე“ (ქორე ორმარცვლიანი საზომია, სადაც ე.წ. მახვილი პირველ მარცვალზე მოდის: „ბრძ
ენმა მ
ითხრა ს
იტყვა ჭ
ირად“) , "ორი მეორე პეონი" (მეორე პეონი - ოთხმარცვლიანი საზომი, სადაც მახვილი მეორე მარცვალზე მოდის „რას ვ
ადარო მზე ს
ადარო“) და ა.შ.... ეს ლექსი-გამოცანა არის ე.წ. „დაქტილი-ქორე-დაქტილი“ ტიპის საზომი. ქორე ხო ვიცით უკვე რაც არის? დაქტილზე კი გეტყვით, რომ ესარი მსოფლიოში ყველაზე განთქმული საზომი, რითაც დაიწერა ჰომეროსის პოემები და მრავალი სხვ. ანუ სამმარცვლიანი საზომი მახვილით პირველ მარცვალზე (ვცდილობ გასაგებად ვწერო, თორე ლექსმცოდნეობაში ცოტა სხვა კრიტერიუმებია ამოსავალი). ანუ:
კ
ოზაკმა
უთხრა დ
ედასა...
ოდენი,
ოდნის
ოდენი,
თ
ავი მაქ გ
ოდრის
ოდენი
ფ
ეხები ჩ
იბა ძ
აღლს მიგავს
ენა მაქვ მ
ერცხლის
ოდენი.
ხო გასაგებია? ანუ აქ ყველაფერი ადგილზეა, მირაკრაკებს წყაროსავით და გალობს ჩონგურივით
ეხა ნახეთ რამხელა კოჭლობას ვხვდებით "რაჭულ" ნიმუშში, თან იმასაც შეგახსენებთ, რომ ხალხურ პოეზიაში დაუშვებელია და გამორიცხულია ესეთი მეტრული აცდენები. ჯერ ერთი ლექსი იწყება ცხრამარცვლიანი სტრიქონით
"ოდენი, ოდენი, ოდენი“
ეს მეტრი კი ძალიან უცხოა ქართული ხალხური თუ კლასიკური ლექსისთვის, თუ არ ჩავთვლით გვიანდელ უგემოვნო წამღერებებს, როგორც მაგალითად:
წიპული წიპული გარმონი
ბებიას მოუკვდა პატრონი
და ეგეთი სისულელეები...
შემდეგ კი ლექსი გრძელდება ამოსავალი მეტრით, რვამარცვლიანით (დაქტილი-ქორე-დაქტილი)
“თავი აქვს გოდრის ოდენი,
ფეხი უგავს ძუკნა ძაღლსა
ხმაცა აქვს მერცხლის ოდენი."
ეს კი მაფიქრებინებს, რომ, შენს მიერ დამოწმებული ნიმუში შექმნილი (გადაკეთებული) უნდა იყოს დაახლოებით სტალინის ზეობის ხანაში (შესაძლოა ცოტა ადრე, ან ცოტა გვიან, რა მნიშვნელობა აქვს

) ერთი ვინმე მხიარული და ხუმარა რაჭველი კაცის მიერ (ვინ იცის, შესაძლოა ცხონებული ბიძაჩემიც, ლეგენდარული როლანდიკა ვაჩაძეც იყო ეგ კაცი

). ამაზე, საზომის გარდა, ლექსიკური "კოჭლობა" და დიალექტური ამორფულობაც მეტყველებს ("ფეხი უგავს ძუკნა ძაღლსა", ნაცვლად გამართული "ფეხები ჩიბა ძაღლს მიგავს"). კიდევ ერთი არგუმენტი ისაა, რომ ამადეუსის ნიმუში მესამე პირშია დაწერილი, რაც მეორადობის კიდევ ერთი ნიშანია. სპეციალურ ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ თვდაპირველად გამოცანა პირველ პირში იწერებოდა (პრინციპში ყველა ჟანრში ეგრე იყო და ეს, შეიძლება ითქვას, სიძველის ნიშანია), ანუ მთხრობელი და გამოსაცნობი ერწყმოდა ერთმანეთს.
ჩემო ამადეუს, კარგად იცი, რომ პირველი მე ავწევდი სიხარულისგან ხელებს და მოვკაკვავდი თითს, მართლა სარწმუნო რო ყოფილიყო ეგ ლექსი, როგორც კულას გამოცანა, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ესარი ძველი გამოცანის რიგითი „პიანი ვარიაცია“

ჩემთვის უკვე მნიშვნელობა აღარა აქვს, ჩონგური იგულისხმებოდა ამ გამოცანაში თუ კულა, ეჭვი მაქვს, რომ ეს იყო უფრო ძველი და გაცილებით მითოლოგიური დატვირთვის მქონე ნივთი...

გკოცნით, გეხვევათ თქვენი გრიშა ბუნტური

ახლა შეგიძლიათ ჩამქოლოთ, ოღონდ რიგ-რიგობით
This post has been edited by gabarzgaleba on 16 Oct 2008, 05:22