რაჭველი შეხვდა რაჭველსა უთხრა თავის გასაჭირი:
დიდა, ქალო მაროუკა რა დღეში ვარ ჩავარდნილი.
შვილმა რძალუკა მომგვარა, ნეტავ სულ არ მეეყვანა,
თვალები ჩალურჯებია. -ვალოდიამ სცემა განა?!
არა ქალო, არა ქალო, რაღაც ფანქრუკა ჰქონია,
გეისმევს და გემეისმევს ისიც მოდუკა ჰგონია.
აბა მე ქვე სადა მქონდა: ან კრემუკა, ან ფანქრუკა,
თვალები რომ დამეთხაპნა ქვე გამლახავდა ქმარუკა.
ტყავის პლაშუკა მომთხოვა, თურმე მოდუკა ყოფილა,
გამაყიდინა გოჭუკა ფული რომ აღარ ჰყოფნიდა.
ჩექმუკეებიც მომთხოვა ქუსლი აქვს როგორც ნემსუკა,
ვაი თუ მალე გოდუტყდეს, ტავზე დამეცეს მეხუკა!