yoyoka
გამოქვაბულია სტალაგმიებით და სტალაქტიტებით სავსე ძალინ ბევრი ულმაზესი გაქვავებული ფიგურებით.
ამ გამოქვაბულში ბევრი "დარბაზებია"
ადრე იყვნენ შესული არქეოლოგები და გვითხრეს რომ ერთერთ დარბაზში არის "სასაფლაო"
ანუ მთელი დარბაზი სავსეა სტალგმიტების ჯვრებით და მართლა გავს სასაფლაოს.
არის რაღაც უცნაური ხვრელებიც , გასასვლელები ამბობენ რომ შიგნით არის ჩანჩქერიც.
ბოლომდე არ გავსულვართ იმიტომ რომ ძალიან გრძელიაო.
საერთოდ მე ისიც გამიგია "ძველი ხალხისგან" რომ ამ გამოქვაბულით თამარ მეფე ამდიოდა ქუთაისიდან საიდუმლო გასასვლელით თამარ მეფის კლდეში (ამ კლდეს თუ ციხეს შესასვლელი მართლა არსაიდან აქვს). მოკლედ ბევრი რამეა ისეთი.
თვითონ შესასვლეც ძალიან ლამაზია , ულამაზესი თაღებით.
მაგრამ შიგნი როცა შედიხარ და სინათლის სხივი ქრება საშინელი შიში გიპყრობს.
რაღაც ისეთი გრძნობაა ვერაფერს შეადაარებ და სასწრაფოდ იქიდან გამოქცევა გინდება.
თან ჩვენ ბავშვები ვიყავით იქ რომ წავედით.