ანუ მაგითი რისი თქმა გინდა

სამაგიეროდ პირველი ნაწილი
გაუმარჯოს ამაყ სვანურ სიმარტოვეს.

ძალიან მიყვარს "ტაში ბიჭო...."
ბევრი ვარიაციაა მაგის.
საღამოობით სანახშოზე ვცეკვავდით დოლ-გარმონზე.

თანამედროვე მუსიკა იქ ძაან არაბუნებრივად ჟღერდა.
თბილისიდან რო ჩავდიოდით მთლიანად ვწყდებოდით ქალაქს და გადავდიოდით სხვა რეალობაში.
მანქანა იქ იშვიათად ამოდიოდა ისიც ვილისი, ტელევიზია არ იყო. გონზე არ ვიყავით რა ხდებოდა სხვაგან.
თბილისში დარეკვა კომუტატორით თითქმის შეუძლებელი იყო და ძაან უნდა გაგმართლებოდა რომ მოგეხერხებინა.
მაგრამ ისე დაიტანჯებოდი რა უნდა გაგჭირვებოდა კიდევ რო გეცადა.
დღე და ღამე შეგეძლო გევლო თუნდაც მარტოს აბს. უსაფრთხოდ, საოცარი თავისუფლების შეგრძნება გვქონდა.
ყოველდღე დავდიოდით პიკნიკებზე და საბანაოდ, გასართობი და სანახავი ბევრი იყო.
მოკლედ თითქმის სამოთხეში ვიყავით.

პატარა ბავშვებიც კი ვხვდებოდით, რომ ეს ისეთი რამ იყო რაც უნდა დაგვეფასებინა და ყველას არ ქონდა.
კანონიკა, ნონიკო, მარკ სვანეთის სხვა ფანებო შემომიერთდით თორე მარტო უკვე ვეღარ ვუმკლავდები სვანეთის სიდიადეს და ხიბლს.
უფრო სწორედ მინდა თქვენც გაიზიაროთ.
This post has been edited by annak on 24 Nov 2008, 14:43