
ეს არის თამარ მეფის კლდე/ციხე, ზედ შქმერის შესასვლელში..
გადმოცემის თანახმად ამ კლდეში ხანდახან ამოდიოდა თამარი. აქ ინახებოდა მისი პირადი ნივთები და განძი. ამბობდნენრომ მისი განსასვენებელიც აქ არის (ამას ყველგან ამბობენ)
გარედან ციხეს შესასვლელი არ აქვს. ვერსაიდან მიუდგები.
ჩვენს სოფელში უბან უშოლთის უკან არის გამოუკვლეველი, კარსტული გამოქვაბული "განჯარეული", იყვნენ არქოლოგები ამოსული, მაგრამ მათაც ვერ შეისწავლეს ბოლომდე. გადმოცემის თანახმად განჯარეული გადის ქუთაისში.
სწორედ ამ გამოქვაბულის გავლით ამოდიოდა თამარი ქუთაისიდან ამ კლდეში .
მე-19 საუკუნეში იყო ერთი კაცი სიმონიკა სხირტლაძე ვინც როგორღაც იპოვა კლდეში საიდუმლო შესასვლელი და დიდი განძი გამოიტანა იქიდან.
ბოლოს ამბობდნენ გაგიჟდაო.
სვიმონიკა როცა მოხუცდა ყვებოდა თურმე რა "სასწაულები" ნახა კლდეში.
მაგალითად ოქროს და ვერცხლის ნემსებზე, რომლის ყუნწებში ფრესკები იყო დახატული.
რაღაც ღრმა ორმოზე რომელშიც თოკის კიბე იყო ჩაშვებული და ხუთ საფეხურს თუ ჩახვიდოდი დაინახავდი რაღაც "საშინელებას" მაგრამ რა იყო ვერ ამბობდა.
ეს კაცი ამბობდა რომ იქ დაცულია ძალიან ბევრი წიგნები ,
ოქრო- ვერცხლი რაც იყო მგონი სულ თვითონ გამოზიდა.
ბავშობაში "ვკვდებოდი" ისე მინდოდა იქ შესვლა, განსაკუთრებით ის "საშინელება" მაინტერესებდა რა იყო?

რამდენჯერმე წავბოდიალდით შესასვლელის აღმოსაჩენად კლდესთან, მაგრამ რა თქმა უნდა ვერაფერი ვერ ვიპოვეთ, იქვე კლდის ძირში დანგრეული პეტრე-პავლეს ეკლესიაა და ის დავათვალიერეთ მხოლოდ,
განჯარეული მართლა ულამაზესი და იდუმალი ადგილია. სამწუხაროდ გამოუკვლეველი. ერთხელ ვარ შიგნით ნამყოფი (პირველი ერთი-ორი ოთახი ვნახე მარტო) და რადგან ცოცხალი გამოვედი მეტად იქ აღარ შევალ. თუმცა არასდროს დამავიწყდება ის სილამაზე რაც შიგნით დაგვხდა.
* * *
კი, სიმპატიურია და რაც მე მომწონს კეთილია.
ეს რაღაც ძალიან კარგი ჩანს და მე მაწყობს.
იმიტომ რომ ბინაში ვიქნებით
აუცილებელია არ არის ხო რომ კარვის წევრები ვიყოთ?
(რა სინდისით გავწევრიანდე კარავზე

რომელი მოკარვე მე ვარ)
kanonika
იმედია და თუ ნაკიფარის არა ქობულეთის სურათებს მაინც მოგვაწვდი.
marki