
ბავშობაში დარწმუნებული ვიყავი რომ არქეოლოგი გამოვიდოდი.

თამარ მეფის კლდეში შესვლის "შანსი" არ არის სამწუხაროდ თუ იმ საიდუმლო შესასვლელს არ მიაგნებ და ახლო-მახლო რომ ეგეთი არაფერია ზუსტად ვიცი თუ რამე ორმოსმაგვარი იყო ყველგან ჩავძვერით.
განჯარეულის გამოქვაბული კი მართლა ულამაზესი ადგილია დაუჯერებელად ლამაზი და მედიდური.
კლდეში სადღაც შუა სიმაღლეზე არის უზარმაზარი ძალიან სიმეტრიული თაღი გამოქვაბულის შესასვლელი და იქიდან ჩამოდის წყალი. ამ ჩანჩქერზე როგორც კიბეებზე ისე ადიხარ გამოქვაბულში. ის პირველი ოთახი არის როგორც "ჰოლი" მერე იწყება უზარმაზარი მიხვეულ-მოხვეული დერეფანი.დერეფანი რაღაც გოთიკურ სტილშია, მეგონა რომ ადამიანის გაკეთებული იყო.
16 წლის ვიყავი მანდ რო წავედი, ჩემი "ატეხილი" იყვნენ ბავშვები, თავი მოვიკალი სანამ ბიჭები არ დავითანხმე წამოსვლაზე.
მერე ძალიან ვინანე, მაგრამ ერთხელ მართლა უნდა მენახა. თან ბიჭებმა ღვინო და არაყი წამოიღეს ალბათ ეშინოდათ

და იმიტომ ამას ეხლა ვხვდები

თორემ მაშინ თითქმის სულ გადავუქციეთ ეხლა მთვრალები არ გვჭირდებით თქო.
მოკლედ დერეფანი რომ მთავრდება და გარედან შემომავალი სინათლის ბოლო სხივიც ქრება მაშინ ხვდები რომ ეს ის არ არის რაც შენ გეგონა. მე ძალიან შემეშინდა, თავზარიდამეცა,

თავიდან არ ვიმჩნევდი, მაგრამ რაც უფრო ღრმად შევდიოდით მით უფრო ცუდად ვხდებოდი ტირილი არ დავიწყე მხოლოდ იმიტომ რომ სასტიკად გმაფრთხილეს ოდნავი ხმაური და შეიძლება გამოქვაბული ჩამოინგრეს და იქ დავრჩეთო. კორიდორის ბოლოს პირველი ოთახი მომცრო იყო ულამაზესი დიდი სტალაგმიტით მტირალ ქალს გავდა, მაგრამ მე უკვე აღარაფერი მინტერესებდა. თან შიგნი რო დადიხარ აუცილებლად ქვებზე უნდა იხტუნაო. წყალში სიარული არ შეიძლება რომ რამე უფსკრულში არ ჩავარდე. ჩემ ბიძაშვილებს ვეჭირე ჯერ ისინი სინჯავდნენ ქვას და მერე ვხტებოდი მე მაგრამ მაინც ძალიან საცოდავი ვიყავი. მოკლედ ვიღაც მადლიანმა დავბრუნდეთ უკანო და ჩვენც ყველა ერთხმად დავეთანხმეთ იქიდან რო გამოვედი მაშინ მივხვდი რომ ჩემგან არქეოლოგი არ გამოვიდოდა.
გული მწყდება რომ ვერ ვნახე სტალაგმიტების სასაფლაო, და კიდევ რაღაც რაღაცეები რაც გამიგია რომ შიგნია.
ეხლა საერთოდ აღარ შეიძლება იქ შესვლა მიწისძვრის შემდეგ.
This post has been edited by annak on 4 Dec 2008, 14:08