კარგია ეგ გზა რომ აღდგეს (ამას გულისხმობ ალბათ)
მაგრამ სილამაზით იმერეთის მხრიდან მიყვარს მგზავრობა და თან ნაკლები თავბრუსხვევაა "პერევალზე"
მგელზე ეს ისტორია სადღაც დავპოსტე აქ ადრე,მაგრამ დიდი სიამოვნებით გავიმეორებ მითუმეტეს ანიე იცნობს იმ ადამიანს ვისაც ეს შეემთხვა.
მეუფე ელისემ მომიყვა ადრე, რომ ახალგაზრდობაში ოქტომბრის ბოლოს შქმერელები ქეიფობდენ კალოებზე.
შემწვარი გოჭუნაც მოიტანეს და უნდა დავმსხდარიყავით რაღაცას ველოდობედოთ და ერთმანეთში ვლაპარაკობდითო.
ამ დროს ვისაც ველაპარაკებოდი სახე შეეცვალა და რომ ვერ ვათქმევინე რა ხდებოდა მოვტრიალდიაო.
მგელს ჩვენი შემწვარი გოჭი აეწაპნა და მთაზე მიარბენინებდაო.
არ მახსოვს ზუსტად, როგორ იყო, ვიცი რომ შიშველი ხელებით გამოეკიდა და ისე დაეწია თუ მგელი გაჩერდა ცოტა ხნით არ ვიცი.
თქვა რომ ინსტინქტურად მივვარდი და ჩავეჭიდე გოჭუნასო მგელი იქით ექაჩებოდა გოჭს მე აქეთო.
თან ერთმანეთს თვალებში ვუყურებდითო.
რაღაც პერიოდის შემდეგ მგელმა ისე გაუშვა გოჭს პირი თვალი არ მოუშორებია ჩემთვისო
ესე მიყურა ცოტა ხანი და წავიდა მთებისკენო.
საშინელი სინანულის გრძნობა მაქვს ასე რომ მოვიქეციო, უნდა გამეტანებინა ის გოჭი მგლისთვის ის უფრო იმსახურებდა, ის უფრო მართალი იყოო. თან იმ მგლის მზერა ვერ დავივიწყეო, შენ არ იცი ეს რა არისო.
თვითონ მეუფე ყვება ამ ამბავს ძალიან კარგად, ანიე თუ საშვალება მოგეცემა აუცილებლად მოაყოლე.
This post has been edited by annak on 30 Oct 2008, 14:46