სამტრედიის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე და შედის იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ტერიტორიულ ერთეულში. მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი, 1 დაბა და 54 სოფელი, რომლებიც გაერთიანებულია თვითმმართველობის 13 ტერიტორიულ ერთეულში.
ქალაქი სამტრედია თბილისიდან დაშორებულია 268 კმ-ით, ქუთაისიდან 30 კმ-ით, უახლოესი აეროპორტიდან (კოპიტნარი) 12 კმ-ით, ხოლო უახლოესი ნავსადგურიდან (ფოთი) 65 კმ-ით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოედინება 6 მდინარე.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რიცხოვნობა 2010 წლისათვის შეადგენდა 60459 ადამიანს. 2002-2010 წლებში მუნიციპალიტეტის სოფლის მაცხოვრებელთა მაჩვენებლებში შეინიშნებოდა 7%-იანი კლება. აქვე უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 2004-2010 წლებში ფიქსირდება მოსახლეობის უმნიშვნელო მატება (1,1%) და არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, 2002-2011 წლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რიცხოვნობა შეიძლება ითქვას რომ არის სტაბილური!
სამტრედიაში პრიორიტეტული სასოფლო სამეურნეო საქმიანობაა, სიმინდის, ბარდისა და ლობიოს მოყვანა. ბარდა ძირითადად მიდის მეცხოველეობაში (პირუტყვის საკვებად), ჩაიც მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის მოჰყავთ. ჩაის გადამწონი და დასაფასოებელი ფაბრიკები გაპარტახებული და მიტოვებულია. ჰავა სამტრედიის რეგიონში არის ნოტიო და ცხელი, ამიტომ მოჰყავთ სხვა სასოფლო სამეურნეო კულტურებიც: კომბოსტო , ბადრიჯანი, წიწაკა, მარწყვი, რომელიც პირველად ეწერში შემოდის და ა.შ. რაოდენობის სიმცირისა და სხვა მიზეზთა გამო მათი ექსპორტზე გატანა ვერ ხერხდება.
2011 წლის ამერიკულო სიმინდის ექსპერიმენტმა წარმატებით გაართვა თავი კოლხეთის ჰავას და უნდა აღინიშნოს რომ სოფლის მოსახლეობა მზად არის მიიღოს მონაწილეობა ამ სიახლის დანერგვაში. ამ თემაზე ვრცლად მომდევნო პოსტში დავწერ.
რეგიონში მაცხოვრებელი მოსახლეობა არის გულღია და სტუმართმოყვარე, ამავე დროს შრომისმოყვარე! იციან შრომაც და დასვენებაც ამიტომაც ქალაქში კარგად არის განვითარებული დასვენებისა და გართობის ინფრასტრუქტურა.
http://www.ireporter.ge/2012/01/18/%E1%83%...83%AE%E1%83%98/