* * *
თიანეთის რაიონი — ადმინისტრაციული რაიონი მცხეთა-მთიანეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის თიანეთის მაზრაში შედიოდა, 1921 წლიდან — თიანეთის მაზრაში, 1924-დან — დუშეთის მაზრაში, 1929-დან ტფილისის მაზრაში, 1930 წლიდან ტფილისის ოლქის ერწო-თიანეთის რაიონში, 1932-დან ცალკე
მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთებზე და გაშლილია მდ. ივრის ზემო დინებაში სათავიდან სოფ. ბოჭორმამდე. იგი მოქცეულია ქართლისა და კახეთის ქედებს შორის. ტერიტორია — 906 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 350 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე გამავალი მთავარი მდინარეა იორი. მის ბაზაზე აგებულია სიონის წყალსაცავი, რომელიც ასაზრდოებს ზემო სამგორის სარწყავ სისტემას და თბილისის ზღვას.
რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო - რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
დაბის საკრებულო — 2: თიანეთი, სიონი;
თემის საკრებულო — 10: არტნის, ახალსოფლის, ზარიძეების, ნაქალაქარის, ჟებოტას, სიმონიანთხევის, ტუშურების, ღულელების, ჩეკურაანთგორის, ხევსურთსოფლის.
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ძირითადად მისდევენ მეცხოველეობას: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას, მეცხვარეობას, მეღორეობას, მეფრინველეობას, მარცვლეული და საკვები კულტურების მოყვანას. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული. მუშაობს მცირე სიმძლავრის სიონის ჰესი. თიანეთი და სიონი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტებია
რაიონში 28 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 18 ბიბლიოთეკა, 2 თეატრი და 2 მუზეუმი: თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მ.გელოვანის სახლ-მუზეუმი
ისტორიული ძეგლები: ცხრაკარის კომპლექსი (ციხე-დარბაზი და სასახლე), ოჩანის ციხე, უძველესი ქალაქის ჟალეთის ნანგრევები (ამ ძეგლებიდან ჟალეთი მაქვს მარტო ნანახი და თი იცით იქნებ სხვების ადგილმდებარეობა დაწეროთ ზუსტად) ...კიდე დავამატებ ღირსშესანიშნაობებში: კვეტარის ციხე სიმაგრე, ბოჭორსმის ციხე სიმაგრე, არჩილის მონასტერი