-,,ნეტა სადა ვარ?
ჟიპიტაურს* აქეთ ვინ ყიდის?
აქ როგორ მოვხვდი?
დილამ ღამე სად დამათია?!
არა მგონია ეს გზა ფიქრის წყაროსკენ* მიდის
ჯოჯოხეთია, თუ. . . ეს ჩემი თიანეთია.
გუშინ დავლიე მეზობლებთან
ჩავატარეთ ღრეობა დიდი
იქ თიანეთში. . . ოლიმპოზე!
ბახუსთან (ჯეკასთან) და არესთან (ბრიგდესთან) ვსვამდი,
რომ დათვრებიან არც ღმერთების, აღარც უბნის
არა აქვთ რიდი
და ამ ბოლო დროს მეც ძალიან გამითამამდნენ.
-რამდენჯერ მითქვამს აღარ დავლევ
ამ თიანელ ლოთი-შფოთებთან,
სულის ტკივილის დასაჩლუნგად აღარ ვიღრევებ
აღარ ჩამოვკრავ აუწყობელ ფანდურის ლარებს
და ძველ სიმღერებს, სავაჟკაცოს აღარ ვიმღერებ.
ან ვიღას შეგვრჩა ვაჟკაცობა, სუმთლად გავლოთდით
კაი ხანია უნელებლად რაც მაქვს გაბმულა*.
ერთფეროვნად და უსახურად მივათრევთ დღეებს;
ეჰ დრო გასულა. . .
და სადღაცა გადაკარგულა.
წუხელაც ისევ ავურიეთ ძველი დავთრები
ერთმანეთს დავცხეთ და მუშტები დავატრიალეთ
არაყსა ვფიცავ!
ასე მაგრად აღარ დავთვრები
და თუ დავთვრები
ამდენს აღარ ვიბოდიალებ”.
ჟიპიტაური _ არაყი.
ფიქრის წყარო _ ,,ბირჟა” თიანეთში სადაც ლოთები იკრიბებიან
გაბმულა _ ,,ზაპოი” თიანურ დიალექტში.
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/