ქობულეთზე ცოტა "მძიმე" მოგონებები მაქვს.
ჩემი ბიძაშვილი გაყვა ქობულეთელს. და ქორწილში მთელ მაყარს აღარ გვიშვებდნენ იქიდან ჯერ დარჩით დაისვენეთ და ისე წადითო.
ვიღაც გენერალი იყო სიძის ნათესავი გადაკეტა ქობულეთის გასასვლელი არავის არ გიშვებთ ეხლა "მივდივართ ჩემთანო" მერე დარჩებით სასტუმროში და დაისვენებთ ზღვაზეო.

როგორც წესია ისეთი პატივი უნდა გცეთო.
უამრავი ხალხი ვიყავით მანქანებით, ბევრი ასაკოვანი იყო,ყველას თბილისში გვეჩქარებოდა და სახლში დაბრუნება გვინდოდა გენერალს და მის ამალას ვერ შევასმინეთ ვერაფერი. მთელი დღე საგუშაგოსთან გავატარეთ, გაგიჟდა ხალხი ატყდა ერთი ამბავი იყო სროლები და ლამის ყუმბარა გაისროლეს ბოლოს.
ისეთი აბსურდი იყო წარმოუდგენელი.
თან მე "ძალით" ვიყავი წასული მე თუ წავიდოდი უშვებდნენ სხვებს ქორწილში თუ არადა არა ისე დავიღალე ისე ცუდად მაგონდება.... არ ვიცი
ხოდა ქობულეთისკენ გახედვა აღარ მინდა.

ამიტომ თუ ზღვა მომენატრა, ბათუმში ან ურეკში ვისვენებ.
უკაცრავად ქობულეთელებო თქვენს თემაში ასეთი პოსტით რო შემოვიჭერი, მაგრამ არ შემეძლო ამ ერთ ჩემთვის უცნაურ "ქობულეთურ სტუმართ-მასპინძლობაზე" არ დამეწერა, ისე ქობულეთი ძალიან ლამაზი ქალაქი იყო, როგორც მახსოვს
This post has been edited by annak on 2 Dec 2008, 11:54