ძალიან მაგარი ადგილია და საერთოდ რაჭა უმაგრესია..
მე მინდა რომ ჩემი ცოლი რაჭველი იყოს ჩემმა მზემ

მანდ მაგარი დრო მაქვს ნატარები..
მაგ ჩანჩქერზე მივდიოდით ერთხელ სულ თბილისელები, ტოლაში ჩავდივარ ხოლმე მე..ოდა მდინარეს ორი მეთევზე მიუყვებოდა სასროლი ბადით, გავაჩერე მანქანა მივედი და კალმახი ყავდათ დაჭერილი ასე 2 კილომდე..
მეთქი ძიებო, საქეიფოდ ავდივართ და რამოდენიმე მომეცით, ისე ფორმალურად სუფრაზე რო ელაგოს თქო და სულ მომცეს : )
ავედით დავჯექით დავიწყეთ დალევა და რამოდენიმე ხანში ამოვიდნენ კიდეც ის კაცები..
იმაზე მეტი ყავდათ დაჭერილი. დავპატიჟეთ სუფრასთან ერთად დავლიეთ და ის თევზიც თითონ შეწვეს ცეცხლზე

უარზე კი ვიყავით აღარ არის საჭიროთქო, მაგრამ მაინც შეწვეს..
კარგი ხალხია რაჭველები თავისი რაჭით : )