#12649680 · 18 Feb 2009, 17:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tavadze
QUOTE | ეთერო კი სხვა იყო. ჩარგალში გულქანთან თავისი სტუმრობა გაიხსენა, 2 კვირა ვიყავი და ამ შთაბეჭდილებების, ემოციებისგან არ მიძინიაო. მართლა როგორია, მასეთი კაცის შვილს მასეთი კაცის სახლში მასეთ თემებზე ელაპარაკებოდე და დაიძინო! რომ მეტყოდა, მამაჩემი, ბიძაჩემიო და მერე გავიაზრებდი, რომ აქ ვაჟაზე, ბაჩანაზე, თედოზე იყო ლაპარაკიო... ბევრი უცნობი რამეებიც გაიხსენა ვაჟაზე და გულქანზე... მერე ცალკე - ეზოში ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა და იქაც მივედი და ვუსმენდი. |
ძალიან სინტერესო ადამიანია ეთერი, თან მისი ხმის ტემბრი და საუბრის მანერაც კი მომწონს.  QUOTE | , მაგრამ მაგ ადგილების მთელი ხიბლი სხვა რამეშია. წარმოიდგინე, რომ გეუბნებიან, ხმელი წიფელი აგერ, იმ გორაზე მდგარაო! დაობლებული შვლის ნუკრიც ალბათ, იმ ტყეებში დასტიროდა თავის ობლობას და სიბეჩავეს, ჩემს ფოტოებში რომ ჩანან. მანდვე იზრდებოდა ის ია, დეკა თუ ფეხქალამნიანი ღვიები, მთის წყაროც მანდ მოჩუხჩუხებდა, ხმელი ფესვებიც და გრძნეული მინდიაც მანდ შეიგრძნობდა ბუნების სატკივარს |
მანდ მართლა ინება ვაჟას სული. არ ვარ მანდ ნამყოფი. და მაინტერესებს ჩემის წარმოდგენაში შექმნილი "სურათები" დაემთხვევა თუ არა რეალობას. ისე ფშავი ულამაზესია და რაღაცნაირი იდუმალიც. ნისლებიანი. QUOTE | და წეღან რომ თქვი, მაქაურიობა გაზაფხულსა და ზაფხულში იქნება ლამაზიო, კი - მაშინაც იქნება |
კარგად "შევგრძნობ" ამ პერიოდს. გაზაფხულს ხომ საერთოდ ბუნება, რომ იღვიძებს და სხვანაირი სუნია ჰაერში.  **** შქმერი შეხედეთ რა ადგილია, რა სივრცეა This post has been edited by annak on 18 Feb 2009, 17:54
--------------------
საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი!
|