ბარემ გავაგრძელებ. მაინც ტყვილა ვზივარ სამსახურში თან პახმელიაზე...
ესეც საქარტველოა, ოღონდ ირანში.
2006 წ. მიგვიწვიეს ფერეიდნელმა ქართველებმა. მანამდე აქ გვყავდნენ მყინვარწვერზე. საოცარი ხალხია! აბა ეგენი არიან ქართველები თუ არიან. ქართველობა რელიგიად აQვტ ქცეული. ღვინოსაც წურავენ და ტახზეც გვანადირეს(ტუმცა აფიმ და იდრისამ ვერ ივაჟკაცეს და მხოლოდ კურდღლებით დაგვიბრუნდნენ)
ხედი აშთაადის წვერიდან

ტიპური პეიზაჟი. აშტაადის მთა სოფელ ვაშლოვნის თავზე. ოფიციალურად სიბაქი ქვია მაგ სოფელს. პირდაპირი თარგმანია- სიბ-ანუ ვაშლი
რაღაციტ ხევს გავს. მთა 4100 მ. მაგრამ ცხადია თოვლი ვერ ჩერდება. სოფლები 2000 მ. მაღლაა ყველა და ძალიან ცივი ზამთარი იცის.

მარტყოფი იგივე ფერეიდუნშაჰრი. ადმინისტრაციული ცენტრია ფერეიდანის. ქალაქის მერი თავაძეა. გამგეობა 7 კაცი ქართველებია. გუბერნატორიც ჩვენებურია. არა და ფერეიდანში 100 მეტი სოფელია და აქედან მხოლოდ 7 ქართული. მაგარი სტოსი მიყავთ ჩვენ ძმებს

სტუმრად დავითაშვილებთან. სუფრის ბოლოში ორი ასაკიანი კაცი რომ ჩანს ეგენი არიან მაქაურობის მახვშები(თეთრ პერანგებში) ძია მუხტარ ასლანიშვილი და ძია რეზო დავითაშვილი. ეგ რეზო დავითაშვილია ის კაცი ვინც ახალგაზრდობაში ტურმე ჩუმად , ღამ-ღამობით ქართული ანბანის ასობს წერდა შენობის ფასადებზე, რათა ბავშვებს წერა ესწავლათ. დღეს ქალაქი სავსეა ქართული აბრებით.

დღეს ქალაქი სავსეა ქართული აბრებით. თითქმის ყველა მაღაზიას და რესტორანს აქვს ქართული წარწერა

ამ "ჭ" - ზე კარგა ხანი ვიმტვრიეთ თავი. ერთ-ერთ რესტორანში ეწერა საყრდენ სვეტზე. ბოლოს მასპინძლებმა აგვიხსნეს - "ჭ" - ანუ "ჭამეთ"!!!
This post has been edited by mamababu on 20 Dec 2008, 12:29