ეხა ჩემი კინაღამ დაკარგვის ისტორია.
მარიამობა იყო და ჩემმა ნათესავმა ხბო დაკლა ქოლოსზე.
ჩვენ გვითხრეს ადრე გადმოდით მოგვეხმარეთო.
მარიამობა შქმერში უდიდესი დღესასწაულია.
მთელი აგვისტო მარიამობას ველოდებით და იმ დღეს ქოლოსზე ვიკრიბებით შემდეგ ყველა თავთავისთვის ქეიფობს დიდი თუ პატარა ქალი თუ კაცი.
ამ დღისთვის სპეციალურად "ვიპრანჭებით"

მეც ჩავიცვი ამ დღისთვის სპეც გადანახული ტანსაცმელი
და გავეშურეთ ქოლოსისკენ, იქამდე 3 კილომეტრია საკმაოდ სწორი გზა.
ჩემმა დამ მოდი მოკლეზე წავიდეთ ხარითვალი რო არ გავიაროთ თან არ დავიღლებით მალე მივალთო.
ძალიან კი გაგვიკვირდა თუ მოკლე გზაც იყო ქოლოსამდე რატო არ ვიცოდით თქო, მაგრამ დავთანხმდით ბრმად მივენდეთ და გავყევით.
რაღაც მთაზე რო დავიწყეთ აბობღება არ მოგვეწონა მაგრამ ნ.მ რა მოგივიდათ სამაგიეროდ მალე მივალთო.
მოკლედ მთებს ბოლო არ უჩანდა 9 მთა გადაგვატარა და რაღაც მდინარესაც მივადექით.(უკან გამობრუნება ძალიან გვიან იყო) იქ შუაში ქვა იყო იმაზე უნდა დავმხტარიყავით და გადავსულიყავით. მაგრამ ეს ქვა ყანყალებდა მოკლედ რამდენიმე მთლიანად ჩავვარდა წყალში ზოგს გაგვიმართლა და მხოლოდ ნახევრად. მარიამობას წვიმებია, თითქმის ყოველთვის იმ დღესაც ციოდა და უჟმური ამინდი იყო. მივადექით ტყეს "ვსო" მოვედითო, ნ.მ აი ეხლა კი მალე მივალთ და არ შეგეშინდეთ იქ ცეცხლთან გავშრებითო.
ეს ტყე და მორჩაო. ქოლოსის თავზე მართლაა ტყე გვეგონა იქ ვიყავით და დაუფიქრებლად შევედით. აი იმ ტყეში საბოლოოდ აგვებნა თავ გზა ძალიან დიდხანს მივდიოდით თავქვე და რაღაც პატარა მდელოზე გავედით. უკვე პანიკაში ვიყავით ის, რომ მოკლე გზა არ იყო დიდი ხანია მივხვდით, მაგრამ ეხლა იმის გვეშინოდა, რომ დავიკარგეთ თან სველები ვიყავით, ჭუჭყიანები ამდენი ბოდიალით და საშინლად გვციოდა იქ რაღაც სველ მორზე ჩამოვჯექით. 1 ბიჭი სრულ ისტერიკაში იყო დავიკარგეთ

აქედან ვერ გავალთ მგლებს და დათვებს თუ გადავურჩით რო მოგვშივდება ერთმანეთს დავჭამთო და ათას სისულელეს ამბობდა.

დანარჩენები ყველა ჩუმად ვიყავით .
ერთადერთი რაზეც ვოცნებობდი რამე თბილი ჩასაცმელი იყო, ჩემი მეზობელის იაშას ბუშლატას ვნატრობდი, ამ კაცს დღედაღამე ზამთარ- ზაფხულ ის ეცვა იმ ბუშლატაზე ვოცნებობდი მარტო. აი ეხლა იაშას ბუშლატა რო მომცა და ა.შ.
მარიამობა იყო ყველა ქეიფობდა. იმ დღეს რო არავინ მოგვძებნიდა ზუსტად ვიცოდით. ყველას სადმე ვეგონებოდით საქეიფოდ წასულები და როდის მოგვიკითხავდნენ ვინ იცის.
მოკლედ არ მახსოვს რამდენხავს ვიყავით იქ. თან ნისლიც ჩამოწვა. ამ ნისლიდან ვიღაც ორი კაცი გამოვიდა ცხენებით მგონი მონადირეები იყვნენ. არც გაჩერებულან, არც გამოუხედავთ ისე მოგვაძახეს ბავშვებო დაიკარგეთო? ამ მარიამობა დღეს სად დაბოდიალობთო?

წამოგვყევით ჩვენ და გზაზე გაგიყვანთო. სირბილით გავყევით. დიდხანს ვიარეთ და გავედით ბილიკზე, გაყუევით ეხლა ამას და მიხვალთ შქმერამდეო. მოკლედ მგონი ვირბინეთ ქოლოსამდე. იქ ხალხი უკვე დაშლილი იყო ქეიფები მორჩენილი ჩვენებიც არ ჩანდნენ მარტო რამდენიმე მთვრალი კაცი, მაგრამ ჩვენ ისეთ "ვიდზე" ვიყავით მაშინვე გამოფხიზლდნენ და შეშინებული გვიყურებდნენ რა მოგივიდათო. მოკლედ სახში ღამე იყო რო დავბრუნდით გათანგულები და მეორე დღეს მთლიანად მეძინა.
ის 2 კაცი არ ვიცი ვინ იყო, არც მათი სახეები დმინახავს მათი ზურგები კი კარგად მახსოვს, უზომოდ მიყვარს ის ხალხი რო არ გამოჩენილიყვნენ როდის და როგორ გვიპოვნიდნენ არ ვიცი.
noniko