შევიფერე და მესიამოვნა,

მაგრამ საოცარი რა არის. მე თუ ახალა თავს არ მივხედე ისეთი ჟანგი მომედება , ვერანაირი შკურკით ვეღარ ამაცლის ვერც ერთი დოხტური.

ასაკი მაქ ეგეთი.

ბევრი უნდა ვივარჯიშო, რომ მერე ბევრი დავლიო და კარგი დრო გავატარო

. ესაა მიზანი, ტორემ რეკორდებს მე დიდი ხანია აღარ დავდევ. ველოსიპედით გასეირნებას წყნეთისკენ, ჯვარზე , მცხეთისკენ სულ 3 საათს ჭირდება. კვირაში ერთხელ ყველას გირჩევთ. 1-2 ბასეინსაც თუ გამოურევთ, კიდო უკეთესი. ახალგაზრდები ხართ ტო! სულ ჯანზე უნდა იყოთ, რომ ცხოვრება გიხაროდეთ, თორე კომპიუტერთან ჯდომას კარგი შედეგები არ მოაქვს.

შარშანწინ მაგალითად, ჩემი მეგობრები გურიიდან ბახმაროს გავლით აჭარაში გადავიდნენ! აი ეგ იყო საქმე. მე ვერ წავედი, იმიტომ რომ შხელდაზე ვიყავით სვანეთში. მოკლედ, ძალაიან კვეხნა გამომდის, მაგრამ დამიჯერეთ, ასეა. თუ ახლა არ ივლიტ , მერე დაწყება ძნელია. მე ვტვლი, რომ ახლა უბრალოდ ვსეირნობ, თორემ ბიჭობაში მართლა დიდ დატვირთვებს ვიღებდით. მაგ., 86-ში , ლენინის პიკზე 2 კვირაში 10 კილო დავკარგე. ტაშკენტის აეროპორტში მილიციამ დამიჭირა, ბომჟი ვეგონე.(ისე რა გასკვირია - 1 ტვის გაუპარსავი, თმა ნოლზე გადაპარსული და ტანსაცმელი ტომარასავით).
ერტი კარგი ისტორია გამახსენდა ველოსიპედთან დაკავშირებით. ველოსიპედი რომ ვიყიდე, მაშინ ფოთში ვმუშაობდი საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე და ქალაქში ყველა მცნობდა. ტბილისში წამოსვლის წინ , პარასკევს, გასვენებაში მივედი ერთ ოჯახში. ქალაქში დარჩენილი ერთად-ერთი ქურდი იყო გარდაცვლილი. მიუსამძიმრე ოჯახს, ყველას ჩავედრასტე, ბოდიში მოვიხადე წინასწარ, რადგან კვირას გასვენებაში ვერ ვიქნებოდი და წამოვედი სახლში(ტბილისში). აქ ვიყიდე ჩემი "შამილა". გულმა აღარ მომითმინა და შაბათ ღამესვე დავბრუნდი ფოთში, რათა კვირას ქობულეთისკენ გამესეირნა. საატის 12-ზე მოვახტი შამილას და დავპედლე. უნდა გავიარო ცენტრალური ქუჩა. ვხედავ, მერიასთან უამრავი ხალხია. სხვაგან გადახვევაც გვიანი იყო უკვე. პირველი ვინც შემეფეთა სასმართლოს თავჯდომარე და ქალაქის პროკურორი იყვნენ. გაგიჟდნენ რომ დამინახეს ტრუსიკ-მაიკაში. თურმე ის გარდაცვლილი თავისი დის სახლში გადმოესვენებინათ, ქალაქის ცენტრში, უფრო მეტ პატიოსან მოქალაქეს რომ მიეგო სათანადო პატივი. მტელი ქალაქის აქტივი იქ იყო შეკრებილი მერიან-პორტის უფროსიანად.ზუგდიდელ და სენაკელ და ქუთაისელ შავებზე აღარაფერს ვამბობ

. რაღა უნდა მექნა?! შევაჭერი ეგრევე. შენ წარმოიდგინე, ნახევარზე მეტმა ვერც მიცნო. ვერც წარმოედგინათ ტუ მე ვიქნებოდი.

მოკლედ, ასე მოვიარე ტრუსიკ-მაიკის ამარა ქურდის გასვენება

.