მართლაც საინტერესო ადგილია და ამავდროულად ულამაზესი ადგილია.., აქ ამჟამადაც მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები..
ნოქალაქევის მუზეუმი:

ნოქალაქევი (პირდ. მნიშვ. ”ადგილი სადაც ადრე ქალაქი არსებობდა”), ასევე ბერძნული სახელწოდებით არქეოპოლისი (სიტყვასიტყვით ძვ. ქალაქი; აქედან მოდის მისი ქართული სახელი „ნოქალაქევი“-ნაქალაქევი), ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ამჟამად სოფელი ნაქალაქევი და არქეოლოგიური მიდამოა სენაკის რაიონში, სამეგრელო, მდ. ტეხურის მარცხენა სანაპიროზე. სავარაუდოდ ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს.

ნოქალაქევის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1930-1931 წლებში აკადემიკოს ივ. ჯავახიშვილის ინიციატივით. გათხრები მიმდინარეობს 1973-დან. ნოქალაქევის ტერიტორიაზე ცხოვრების კვალი ჩანს ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან. ცხოვრება ინტენსიური გახდა ძვ. წ. V-IV საუკუნეებიდან.
მდინარე ტეხურაში ჩამავალი საიდუმლო გვირაბის ამოსასვლელი:

მე–6 საუკუნის იატაკი

ნოქალაქევის ციხე–ქალაქის გალავანი

გათხრებისას აღმოჩენილი ექსპონანტები მუზეუმში:

ამფორები:

მდ. ტეხური