amadeusannakamadeusკვეტარა
ახმეტის რაიონი. თიანეთთან დამაკავშირებელ მაგისტრალზე, მაღალ ფერდობზე მდებარეობს კვეტარა, ძველი კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ცენტრი. კვეტარა არის ციხე-ქალაქი პატარა ტაძრით შუაგულში. სამანქანო გზაზე არის გადასახვევი, ტაძრისკენ მიმავალი მიმანიშნებელი ნიშნით..
კვეტარა წყაროებში მოხსენიებულია XI ს-ში, მაგრამ ვარაუდია, რომ VII-VIII სს-ში უნდა არსებულიყო. კვეტარა X ს ეს არის ყოველგვარი მორთულობის და ჩუქურთმების გარეშე აგებული პატარა კოპწია ტაძარია.
ეკლესიას გარს არტყია რიყისა და ნატეხი ქვით ნაშენი ძლიერი გალავანი,რომელშიც დატანიებულია სხვადასხვა ფორმის კოშკები.
***
გახსოვს? არ ვიცი... დავტოვეთ
თოვლში თოვლივით კვეტარა.
ან ხანდოს ხევთა ძახილი
რად აღარ გეძებს ნეტარა?
რა იქნებოდა საწუთროს
ჩვენთვისაც გამოედარა.
რა იქნებოდა პირისპირ
შევყროდით ერთურთს არღუნთან.
ან ერთად დავღამდებოდით,
ან ვითენებდით ახუნთან.
ერთმანეთს ავცდით... ეს ბედი
რატომ და რისთვის გვაწვალებს.
გული ლექსებით ნაფეთი
როგორ ჩავტიო საძვალეს?
მურღვა არდოტელი
,,ინათლა თუ არა, ქოსსა ჰკრეს კვეტარის ციხეში:
საყვირები სცეს გარს მომდგარმა ჯარებმა, ციხეში მომწყვდეულმა სამასმა ტაოელმა ნაშუადღევს ძლივს აიღო პირველი საბრძოლო გოდოლი.
ციხისთავი შეიპყრეს და ჩარდახიდან გადმოაგდეს.
ზვიადის ლაშქარმა და მეფის სპათა ათასეულმა სამივე გოდოლი შელეწეს სამხრობამდის.................''
,,იმავე VIII-IX სს. ძეგლების სხვაც მრავალია კახეთ-კუთხეთ-წანარეთში.
უჯარმა (რომლის გარკვეული ფენა სწორედ ამ დროით თარიღდება), ბოჭორმა,
კვეტარი, ვერონას ციხე, ჟალეთი, სიონი (ივრის ხეობის), სიონი (ყაზბეგის რიაონის),
გარბნის ეკლესია[32], ახალციხე (ხევში) და მრავალი სხვ[33]''
საქართველოს ისტორიის ნარკვევები II ტომი
კვეტარას შემორჩენილი კოშკი

კვეტარა

მზის ჩასვლა

შემოგვაღამდა

უკანასკნელი მეციხოვნე კვეტერასი