ამდენი ხანია, ჩემი სოფლის ფოტოების დადებას გპირდებით და ვერ დავაყენე საშველი. როგორც იქნა, დღეს მოვიცალე, მაგრამ...

ცოტა კი მერცხვინება ამ ფოტოეწბია გამოჩენა, იმდენად არქაული აპარატითაა გადაღებული. მოკლედ, ხარისხი ვერ ქაჩავს აშკარად.
ჩანჩქერებით დავიწყებ, რომლებიც სოფელში ბლომადაა. ესაა სოფელი ზემოხეთი მთიან გურიაში, ჩოხატაურში, თუმცა, არსებითად, მთის ზონა ჩვენს მერე იწყება. სოფელი მდინარე ხევისწყალას სათავეშია და ეგ ჩანჩქერებიც მდინარეზეა. წესით, სხვების ფოტოებს, თუნდაც ჩემს გადაღებულს, უნებართვოდ არ უნდა ვდებდე, მაგრამ მაგ ფოტოებზე თქვენ კი არა, მე მიჭირს სახეების გარჩევა.



სადაც ეს ჩანჩქერებია გადაღებული, მანდ არის ერთი ადგილი, სადაც რამდენიმე ატეულ კვადრატულ მეტრზე 7 საკმაოდ მაღალი ჩანჩქერია განლაგებული. მათ შორის ყველაზე დიდია მაგ სურათებში მესამე - სადათვიის ჩანჩქერი. ეგ საბანაო ადგილიცაა, სოფლის ორ ანალოგიურ ადგილთაგან ერთ-ერთი. ჩემს სალთან ახლოს მეორეა და მეც იქ დავდივარ, რომელიც ბევრად უფრო დიდია და მოსახერხებელი, მანდ პატარა გუბეა, მაგრამ აქვს რამდენიმე სერიოზული პლუსი: ჯერ თვითონ ეგ ჩანჩქერი, რომლის ქვეშ შედგომა ცოტა სარისკოც კია, იმდენად მძლავრად ეცემა წყალი. თან, ვიქრო და ძაან ლამაზ ხეობაშია - გზა, პრაქტიკულად არცაა, იმდენად ვიქროა. სამაგიეროდ, ზევიდან ხეებითაა დაფარული და თითქოს გვირაბში გადიხარ. რაც უნდა ცხელოდეს, მანდ სულ გრილა. იმდენად ჩაბურულ-ჩაბნელებული ადგილია, უბრალო აპარატებით გადაღებული ფოტოები არც გამოდის. მაგ ჩანჩქერის თავზე კიდევ ორი, შედარებით პატარა ჩანჩქერია, რომლებიც სამკუთხედს ქმნიან, შიასში კა პატარა, სწორი, დიდი ხეებით დაჩრდილული კუნძულია - საქეიფოდ ზედგამოჭრილი ადგილი, საგანგებოდ გეგონება შექმნილი.
ეს მთები - გაგრძელებებს ვგულისხმობ - თავზე ადგას მაგ ჩანჩქერებს.

ეს მთა ყველაზე ცნობილი ადგილია სოფლისა - ორკეს მთა, თუმცა აგარაკსაც ეძახიან, რადგან ადრე, როგორც გურულები ამბობენ, ნიკოლოზის დროს, საკურორტო ადგილი ყოფილა და სასტუმრო კოტეჯებიც კი ყოფილა. თუმცა ეს ძაან ადრე ყოფილა, ახლა კი მაქაურობას უფრო რელიგიურ-საკულტო ნიშნით იცნობენ. მანდ მდგარა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და თურმე გიორგობაც დიდი პომპეზურობით ტარდებოდა. მაგის გარდა, თურმე ყოველ შაბათ-კვირას ანუ უქმე დღეებში "ჯარიანობა" იმართებოდა - ახალგაზრდობის შეკრება. ეგ იმდენად მნიშვნელოვანი ცენტრი ყოფილა, რომ არათუ იმ გიორგობაზე, მაგ ჯარიანობაზეც კი მეზობელი სამტრედიის და ვანის სოფლებიდან ესწრებოდნენ თურმე. უფროსები იგონებდნენ, როგორ ემზადებოდნენ თურმე კვირიდან კვირამდე მანდ წასასვლელად და ძაან ბევრი ხალხი იყრიდა თურმე თავს. მთის წვერზე ხეებს რომ ხედავთ რკალად, ეგ ნაძვებია და მაგითიცაა ცნობილი. სოფელი დიდი რუდუნებით უვლის მაგ ნაძვებს. მთის ირგვლივ ზემოხეთის თემის ერთ-ერთი სოფელი - თხილაგანია განლაგებული, სადაც ლამის მთლიანად ჩემი გვარი ცხოვრობს. საერთოდ, გვარი მაქედანაა წარმოშობით.

ესეც ორკეს მთის შიდა ხედები



ეკლესია შუაში, იმ გვიმრებით დაფარულ მინდორზე მდგარა, რომელიც, სამწუხაროდ, კომუნისტებმა დაანგრიეს. ახლა პატარა ნიშია დადგმული. ეკლესიის ქვის ნანგრევები მეც მახსოვს, მაგრამ მერე სად გადაყარეს, სად წაიღეს, ვერაფრით მივაკვლიე. არადა, მახსოვს, ზედ წარწერებიც იყო.
* * *
ამ ფოტოს გასაღება ტროპიკებად თავისუფლად შემიძლია. არადა, ეგეც იმ ჩანჩქერებთანაა გადაღებული.
ეს ადგილი სოფლის მეორე მხარესაა. აქ იმდენად კარგად არ ჩანს, მაგრამ ადგილზე ძაან ლამაზია. მანდაც არის რამდენიმე დიდი ჩანჩქერი.
მაგ მთების გადაღმა უკვე სუფსის ხეობაა.

სამი წლის წინ მაგ სოფელს ქვეყნის პრეზიდენტიც კი ესტუმრა - სკოლა გახსნა.

მართალია, არავის უთხოვია (რაც ითხოვეს, ის არ შესრულდა. მეტიც - ფეხებზე დაიკიდეს) და მაგ ფულით ძველ სკოლას, რომელიც ბევრად დიდია და კაპიტალური, სქელი კედლებით, რამდენჯერმე გაარემონტებდნენ. ოფიციალურად, ახალის აშენება 142 ათასი ლარი დაჯდა, ძველის რემონტს 3, ჰა-ჰა - 5 ათასი თავზე გადაუვიდოდა და მაგრადაც გარემონტდებოდა. ნაჩუქარ ცხენს კბილი არ ესინჯებაო, მაგრამ იმდენად პატარა ოთახებია, მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც გალიაში გამომწყვდეულებს ჰგვანან. მასწავლებლები სამასწავლებლოში ერთდროულად ვერ ეტევიან.
აი, ისიც. ეს - აღმოსავლეთიდან და მაგის ფონზე ის ძველი სკოლაც მოჩანს.

ეს - წინიდან.

ეს პრეზიდენტის ვერტმფრენი ჯდება ზედ სკოლის მოედანზე, რომელიც მაგ სკოლისთვის დააპატარავეს და...


ეს - მისი უდიდებულესობა პრეზიდენტი.

ამ ფოტოზე გოგო რომ დროშას რომ სწევს, ჩემი დისშვილია - მანდ დადის სკოლაში.

აქ ორკეს მთას თუ გაარჩევთ - ის სუროთი შემოსილი ხე ეფარება, მაგრამ მაინც ჩანს.

ეს სერი ახლოსაა ჩემს სახლთან. რაც მე მაგ გორებზე მირბენია...

მაგის გადაღმა უკვე სამტრედიის სოფლებია.
ვსო - ამით მოვრჩი ჩემი სოფლის ფოტოებს, ცოტა ხანში კი თუშეთისას დავდებ.

მაგრამ ხარისხზე იქაც ბოდიში.
* * *
აუ, ბოლო ფოტოს ჩასმა დამვიწყებია. მომიტევეთ.