გამარჯობათ მონატრებულ ხალხს,
მართლა მონენატრთ, მართლა !
რამდენიმე სურათს მოგაწვდით რომელიც ბებიაჩემის როცა გადავასვენეთ სვანეთში (მაისში) მაშინდელია...
ანუ გაზაფხული სვანეთში...
1 გაზაფხული ბიძაჩემის ეზოში (მარჯვენა მხარე არ მოვახვედრე ობიექტივში, იქ მეზობლები სამზადისში იყვნენ)

2. საგაზახულოდ დახნული ყანა, ირგვლივ გარემოს და ხედს დააკვირდით. იქ რომ ხარ ზღაპარში გგონია თავი

3. იგივე ხედი ცოტა საღამოსკენ ცოტა დაზუმებული

4. ეს ხედი არის ჩემი საძინებლის ფანჯრიდან, Full Romantic


5. იგივე ხედი ცოტა სხვა დროს

6. ეს არის კლასიკური კუბდარი, ხორცით სავსე და გარეთა ცომის გარსი უნაზესი და თხელი... ქონი პირში არ უნდა გხვდებოდეს. ცხიმად უნდა დნებოდეს... (ბებიაჩემის დაკრძალვის შემდეგ - პირის ახსნა რომ არის, ანუ ცხოველური საჭმელი რომ არის ნებადართული აი იმ დღეს მომზადდა)
სხვა რა გითხრათ იმედია მოგეწონებათ სურათები,
ხვალ ჩემი მამიდაშვილის მეუღლის დაკრძალვაზე ვარ, ასე რომ თქვენ სადღაც რომ აპირებდით წასვლას სამწუხაროდ ვერ გიერთდებით... კიდევ რაღაცეები მაქვს მოსაგვარებელი, ნათესაურ ვარიანტში, და შეძლებისდაგვარად შეგეხმიანებით

აბა გკოცნით