Tobuldarსვანეთში წასვლა. უმჯობესია მანქანით(რამდენიმე ადამიანი შეამხანაგდებით) გაიყობთ საწვავის ფულს და წავიდა!!!
ზუგდიდიდში საჯვაროს გადასახვევიდან გადაუხვევთ დაბა ჯვარისკენ.
მიდიხართ კოლხური მწვანე პეიზაჟებით გარშემორტყმულ ტრასაზე და ნელ-ნელა იკვეთება შორეული მთების კონტურები, უკვე ჰაერსაც კი გრძნობთ განსხვავებულს.
მიადგებით ჯვარს, გადახვალთ ხიდს მდ. მაგანაზე და აუყვებით სვანეთისკენ აღმართებს. იქვე შემოგხვდებათ მე-20 საუკუნეში აგებული სვანური კოშკი, (ეს სიმბოლურია და უბრალოდ მიგანიშნებთ რომ მაგარ ადგილას მიდიხართ )
დაახლოებით 2 მოსახვევის შემდეგ, თავს ვეღარ იკავებთ ემოციებისგან, იმდენად მშვენიერი თვალსაწიერი გეშლებათ (წინ-გვერდით-ქვემოთ-ზემოთ-გასწვრივ-ჰორიზონტზე-მოკლედ ყველგან smile.gif)
იქვე თუ არ გამოგეპარებათ ხელმარცხნივ არის გადასახვევი რომელიც ენგურჰესის ცნობილ კასკადთან მიგიყვანთ(სჯობს მოინახულოთ მაქს.20 წუთს წაგართმევთ)
ამის შემდეგ დაუბრუნდებით მთავარ გზას და განაგძბობთ სვლას. გზაზე შემოგხვდებათ ერთი-ორი ლამაზი ჩანჩქერი, სადაც სურათებს გადაიღებთ.
ამის შემდეგ გზაზე ენგურჰესის ინფრასტრუქტურისთვის დამახასიათებელი შენობა ნაგებობები"პასიოლოკები", დიდი მასშტაბური ბეტონის ფილები თუ კარკასები გხვდებათ(რომელიც თვალს ნაკლებად იზიდავს).
და უკვე მიუახლოვდით პირველ სოფელს რომელსაც ხაიში ჰქვია, მიწის სიმწირისა და ზემოხსენებული ჰესის სიახლოვის გამო ეს სოფელი თითქმის მთავარ გზაზეა განლაგებული. ამიტომ ტიპიური სვანური სოფლის შთაბეჭდილებას ვერ შეგიქმნით...
გასცდებით ხაიშს და მიადგებით საგერგილის ხიდს. აქ ერთმანეთს უერთდება მძლავრი ენგური და ცისფერი ჭუბრულა. ულამაზესი ადგილია. თანაც აქ გზაგასაყარია-ხელმარცნივ სოფ. ჭუბერი და ხელმარჯვნივ კი მესტიის სოფლებისკენ მიმავალი უმშვენიერესი ხეობა...
მოკლედ სათითაოდ რომ არ დავაკონკრეტოთ სოფლები, მთელი გზა სიამოვნება გელით. ძალიან მაღალი მთები და ამ მთებზე ტყეები, ისე კი არა მოტიტვლებული გორაკები რომ იჩითება საქართველოს ბევრ ადგილას
ერთ-ერთი სოფელი ცხუმარი, ხელმარჯვნივ ძალიან ქვემოთაა და რომ ჩახედავთ ამ ულამაზეს ადგილს. ხალიჩებივით გადაფენილ მინდორ სათიბებს და ყანებს... ძალიან ბედნიერად იგრძნობთ თავს
ამ სანახაობის შემდეგ სულ მალე დაახლოებით 7-10 წუთში ერთი-ერთი მორიგი მოსახვევის სემდეგ, თქვენ გაოგნდებით, გახევდებით, ისტერია დაგემართებათ..... შოკი.. თქვენ თვალწინ წარმოსგდება თვით უშბა!!! აუ რა არის იცით?! sa.gif
ანუ სოფ. ბეჩო, ერთ ერთი ყველაზე სასურველი ადგილი ტურისტებისთვის! მისი მისტიური მდელო "შიხრით" პირდაპირ "პოდ კალენი უშბი"
ბეჩოს შემდეგ იწყება "თავისუფალი სვანეთი" ანუ დადეშქელიანების სათავადო ტერიტორია ამის იქით აღარ ვრცელდებოდა, და მისი პირველი სოფელი ლატალი, ზე ისტორიული ადგილი, თავისი უამრავი შუასაუკუნეების ეკლესიით. რომელიც არის აკვანი ჩვენი თანაფორუმელის და სვანეთის თემის ავტორის zura_2107-სა smile.gif ანუ იგივე ზურა ფარჯიანი... რა? სად? როდის?-ის ერთ-ერთერთი მოაზროვნე
ლატალის შემდეგ ლენჯერი თავისი ლამაზი კოშკებით(სოფ.სოლი) და შემდეგ კი ულამაზესი მესტია თავისი მარგალიტი კოშკებით.
აქ კი ტურისტული ქსელი ფართოდ არის განვითარებული. ოჯახური სასტუმროები და ჩვეულებრივი სასტუმროები. ფასები არ ვიცი როგორაა, მაგრამ მგონი კაცი 20 ლარად კი უნდა იყოს, 30 ლარი მგონი კვებით. მაგრამ თავს ვერ დავდებ ინფორმაციის სიზუსტეში...
მესტიაში იმდენი რამეა სანახავი რომ რით დავიწყო არ ვიცი, აუცილებლად ოინახულე ეთნოგრაფიული მუზეუმი, და მანქანით თუ იქნებით აუცილებლად ადით აწვალში. იქიდან ისეთი ხედები იშლება რომ. უშბის თავი როგორ დაჰყურებს მესტიას და გვერდით გაგძელებაზე ულამაზესი კლდოვანი მასივები.
კაი ბატონო, მესტიიდან რომ გავაგრძელებთ გზას უშგულისკენ, შემოგხვდება პირველი სოფელი მულახი....და რაც თვალში მოგხვდება პირველად ესაა მისი ერთ-ერთი სოფელი ლახირი, ე.ი აი აქ რასაც ჰქვია დაგემართებათ კულტურული შოკი. მისი 15 კოშკი თქვენი ემოციების საწყისსაც კი აღმოფხვრის და იქნებით ასე უემოციო "მიშტერებულად"
მულახის თავზე უღელტეხილი "უღვირი" და უკვე ვეშვებით სოფ. იფარში. ამ სოფელში კულტურულ ისტორიული ძეგლების თვალსაზრისითაც ბევრია სანახავი... ბოლოს და ბოლოს აქედანაა გვარი პირველი biggrin.gif რომლებიც ამბობენ ჩვენ დაკარგული დემნა ბატონიშვილის შთამომავლები ვართო smile.gif არა ისე ინტელიგენტი და კარგი ხალხია. აქვე იფარს ცოტათი რომ გავსცდებით ნახავთ სიყვარულის კოშკს... ლოდზე რომ დგას...
შემდეგ სოფელი კალა. მისი ცნობილი წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიით.
კალადან უშგულამდე არის 9 კილომეტრი, მაგრამ ეს 9 კილომეტრიანი მონაკვეთი არის ყველაზე რთული სამანქანო გზა. გზა ვიწროა და ნაშალი კლდოვანი მასივებია თქვენი მარცხენა სავალი კედელი. თუმცაღა ჩვეულებრივად ახვალთ, ნუ შეგეშინდებათ, ერთი-ორ ადგილას სადაც "პერეკოსი" იქნება თუ გსურთ ჩამოქვეითდით და რისკი მხლოდ საცოდავ მძღოლს დაუტოვეთ
მოკლედ რომ განვლით ამ აღმართებს, და რომელიღაცა მოსახვევიდან გამოჩნდება უშგულის პირველი სოფელი მურყმელი, თქვენ აუცილებლად გააჩერებთ მანქანას, გადმოხვალთ და შეიძლება განცდებმა კინაღამ გადაგიყოლოთ. ეგრევე ეცემით ფოტოაპარატს და ისტერიულად დაიწყებთ ფოტოგრაფირებას!!! ჩვენ ასულები რომ ვიყავით ახლობლის 9 წლის ბავშვიც გვახლდა და რომ დაინახა ეს სანახაობა, მამამისს უთხრა, მამი მამი როგორი კორპუსებიაო
ხოო შემდეგ კი უმამესი სოფლის ცენტრი თავისი განუმეორებელი კოშკებით "ჩაჟაში" რომელსაც თავს თამარის შავი კოშკი წამოსდგომია
ახლა რა ხდება?! ამ სოფლის სილამაზეს ხომ უყურებთ და ამავდროულად მარცხნივ გაქვთ ისეთი სანახაობა რომელიც უბრალოდ ტანში ჯრუანტელს იწვევს, მას ჰქვია მისტიური შხარა!!!!!! შხარის ფონზე წმ. ლამარია თავისი უძარღვესი კოშკით! და ცოტა ქვემოთ კი ორი ლამაზი სოფელი ჩვაბიანი და ჟიბიანით, რათქმაუნდა თავისი კოშკებითურთ!!!
წმ.ლამარიას ეზოში რომ დგახართ და შხარას შეჰყურებთ, ფიქრობთ რომ სამყაროს ცენტრში ხართ, და მართლაც ხართ smile.gif
ტურიზმის საკითხები აქაც გარკვეულ მოგვარებულია, შეგიძლიათ იქირაოთ ოთახი. ოღონდ ფასები არ ვიცი...
რაც მე სვანეთის თემაში ულამაზესი სურათები მაქვს დადებული, აქ ჩამოთვლილ ადგილებში არ შედის ანუ იმდენია სანახავი რომ ენით ვერ აღვწერ !!!
მოკლედ ასეა ჩემო მეგობარო, გუშინდელი სტრესების შემდეგ რომელიც ცემი დაუდევრობით გამოვიწვიე - თავი დავისაჯე ამდენი წერით biggrin.gif
მაგრამ ერთი თბილი გრძნობა მეღვრებოდა ამ პროცესის დროს, რომ თემის ავტორისთვის მესიამოვნებინა და საჭირო ინფორმაცია მაქსიმალურად მიმეწოდებინა biggrin.gif
იმედია როდესმე მოხვდები მშვენიერ სვანეთში და წასვლის წინ გადახედავ ჩემს პოსტს
..........................................................................................................
ეგრე აგიხდეს ყველაფერი როგორც ეხლა მე ამიხდა....
ხვალ დილით სვანეთში მივდივარ 5 დღით(მესტია .უშგული) , მანქანით და სწორედ ამ გზის გავლა მომიწევს რაც შენ აქ დაწერე ....
* * *
nonikoმაგ სახლში რო მიხვალ ,კიბეებს არ ენდო...

ნამეტანი "შეურაწყოფილი" ჩანს
ისე კაი სახლია..ორნამენტები მომეწონა
This post has been edited by akkai on 10 Jul 2009, 01:02