დედით და მამით მესხი ვარ. :)
მართალია თბილისში ვარ გაზრდილი, ყველა არდადეგებზე იქ ვიყავი.
მამაჩემის სოფელი უკვე ნასოფლარია, დედაჩემის სოფელ ურაველში სახლი ავაშენეთ კომუნისტების დროს.
დედაჩემი და მამაჩემი წავიდნენ თბილისიდან და იქ არიან უკვე 3-4 წელია. ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, ბაკურიანის ჰავაა.
ამას წინათ ტაო-კლარჯეთის სურათები მანახეს და ტანში გამაჟრიალა, იმიტომ რომ ზუსტად იგივე ადგილებია ჩვენსკენაც.
მხარე მართლაც მიგდებულია. გზას რომ დააკვირდე ბორჯომს გამოცდები თუ არა ეგრევე დალატკავებული ასფალტი იწყება.
ახალციხე ცოტა გამოცოცხლებული იყო, სანამ ბაქო-ჯეიჰანის მილზე BP მუშაობდა, ახლა ისევ ჩამკვდარია. ახალციხის იქით ასპინძისკენ ხო საერთოდ.
ერთადერთი რაც გაკეთდა მე მგონი გზა დაიგო ახალქალაქიდან ასპინძამდე.
ესეც ჩემი მხარე, ორცეფის ციხის ტერიტორია. აქედან თურქეთამდე 15 კილომეტრია.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)