გილოცავთ მესხებო და ჯავახებო შობა - ახალ წელს.... დიდი მადლობა ამ თემის გახსნის ავტორს, საქართველოს ყველა კუთხე მიყვარს მაგრამ სამცხე - ჯავახეთი განსაკუთრებულად იმიტომ რომ მე თვითონ მესხი ვარ. ყოველ ზაფხულს ვსტუმრობ ხოლმე ახალციხეს და ძალიან ჯიგრობაა იქ დასვენება.
აპოხტის ხინკალსაც მივირთმევ ხოლმე და თათარ ბერაკსაც ვერ გეტყვით რომ ძალიან მიყვარს გემოთი მაგრამ ძალიან მაგარია მაინც, იმიტომ რომ ჩვენია....
ეხლა უკვე არა მარა ბავშვობაში კი მივყვებოდი ,,ბაბოჩემს,,

მთაში,ძალიან მაგარია მთა - ყვავილებით მოპენტილი მინდვრები, სუფთა ჰაერი, ცივი წყაროები ( ნანაფუარი

).... მაგრად მახსოვს, ბავშვებს სიცხისა და მთის ჰაერისგან რომ აებრაწებოდათ და აექერცლებოდათ ლოყები მაგარი სასაცილოები იყვნენ ხოლმე, მაშინ ვის გაახსენდებოდა რომ ფოტო მაინც გადამეღო და ეხლაც ჩავბჟირებულიყავი მათი ყურებით
This post has been edited by Achilles on 5 Jan 2010, 19:42