წალკა არის თავისებურად ლამაზი პატარა ქალაქი. მე ყოველ ზაფხულს ვისვენებ იქიდან ახლოს და ადგილებიც იქ შეიძლება ძალიან ლამაზი ნახოთ. წალკიდან 500 მეტრში იწყება ხეობა და იქ იხილავთ მრავალ ძალიან ლამაზ ჩანჩქერებს, ერთერთია წითელი ჩანჩქერი რომელიც რომ იკითხოთ ადგილობრივები გიპასუხებენ სად არის. ასევე არის წმინდა გიორგის ეკლესია საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ველზე და კანიონზე. იქვე ახლოს არის აუარება 9-10 საუკუნის ეკლესიების ნანგრევები და ნაქალაქარები. ასეთი ერთი ვიცი წმინდა კონსტანტინეს ეკლესია რომელიც გასაუცარი ადგილია და ჩაკარგულია ტყეში. ეკლესია არ არის ძაან ცუდ მდგომარეობაში და სახურავის ნაწილი არცაა ჩამონგრეული მარა მიტოვებულია. ირგვლივ ჩანს ბერების საცხოვრებელი ადგილის ნარჩენები და სხვა ნაგებობათა ნარჩენები. ტყეში და მდინარის პირას მრავლად შეხვდებით ძველი ქოხების და სახლების ნარჩენებსაც. მდინარე ხრამს რო ჩაუყვეთ იპოვით ძველი ციხესიმაგრეების ნარჩენებს. ერთერთი ამ ციხეთაგანი არის მოდამნახეს ციხე რომლის გალავნის 90% დღემდე შემორჩა. არის სადღაც 30X20 მეტრი + ნაგებობები ირგვლივ. ასევე შიგნით თუ შეხვალთ ნახავთ ძველი ოთახების და თონის ნარჩენებს. ასევე გამიგია მარა ზუსტად არ ვიცი რომ მდინარიდან გორაზე რომელზეც დგას ციხე მიდის მიწისქვეშა გვირაბი. კიდევ სხვა ბევრი ციხეები და მონასტრებია მარა ზოგი ან ტყეშია და რთული მისასვლელია ან ზოგი ბოლომდე დანგრეული. ასევე წალკიდან 20 კილომეტრში, ბედიანთან არის ძაან ბევრი ძველი ეკლესიები, ხიდები, ნამოსახლარები და ათასი სხვა საინტერესო ადგილები თან ეგ ტყეები არცაა კარგად შესწავლილი არადა 1000 რამეა იქ საპოვნელი, სარესტვრირებელი და გასახმაურებელი. მე რის შესახებაც მოვყევი ეს მხოლოდ კანიონის პირველი 10 კილომეტრია და დიდი ნაწილი არცაა შესწავლილი. რაც შეეხება თვითონ წალკას სოკოსთვის, რძის პროდუქტისთვის და სათევზაოდ იქ ნამდილად ღირს ასვლა, თევზი იმდენია თბებში და წყალსაცავში რომ რამდენჯერმე ხელიტაც მყავს დაჭერილი.

, ამ წელს რამდენიმე სახინკლე და რესტორანი გაიხსნა და მაღაზიებიც მომრავლდა, სომხები, ბერძნები და თათრები ცოტანი არიან და უმეტესად უკვე სვანებს და აჭარლებს შეხვდებით. გზამ ძაან კარგი გავლენა იქონია ამ ქალაქზე (თან მალე რკინიგზა გაიხსნება ბაქოდან ყარსში რო მიდის). პირობები ნამდვილად რთულია, ბევრ სახლს თვითონ ქალაქში არა ააქ კანალიზაცია მწყობრში, ასევე ზამთარში ტემპერატურა -30იც არის და ზაფხულში გრილა. ზაფხულობით ქალაქი მართლაც საერთაშორისო ხდება, უფრო მეტი უცხოური ნომერია ვიდრე ქართული: ბერძნული, თურქული, სომხური, ხორვატიული, ალბანური, ირანული, სომხური და აზერბაიჯანული მანქანები აუარებაა იქ ზაფხულობით თან ისეთი მანქანებით იჩითებიან რომ თბილისში გაგიჭირდება ესეთი ახლის და კარგის პოვნა

. მოკლედ სტრანნი ქალაქია ეგ წალკა მარა ღირს ამ ადგილების ნახვა +ფარავანზეც შევლა და ირგვლივ თუ გაიკითხ გამოიკითხავთ ხალხიც გეტყვით სანახავი ადგილების შესახებ, ეგეთი მუდოები აღარ არიან)). თუ დაგაინტერესად წალკის კანიონის ჩაყოლა მაშინ ნახეთ წითელი ჩანჩქერი და მოდამნახეს ციხე. და თუ კიდე გამოგიჩნდათ დრო მაშინ კიდე ჩაუყევით და ბედიანს რო გაცდებით ჩათახისკენ (ეგ გზიდან გადასახვევია) მაშინ მიხვალთ ძაან ლამაზ ეკლესიასთან რომლის სახელიც არ მახსოვს მარა მოქმედია და არის საკმაოდ დიდი. მოკლედ ერთი კვირის გამოყოფა წალკისთვის ცხოვრებაში ღირს. სასტუმრო კი არის ცენტრში, მარა პირობები არ ვიცი თან არც მგონია ძაან პატიოსანი ადგილი იყოს ეგ სასტუმრო. თუ მოხვდით იყიდეთ ყველი და რძის პროდუქტები, ეგ მართლა კაი აქვთ.
This post has been edited by alex919 on 30 Dec 2012, 03:10