გამარჯობათ კასპელებო და მეზობელი რაიონების მკვიდრნო.
როგორ ხართ, როგორ უმკლავდებით ამ აუტანელ სიცხეებს?
მე სამწუხაროდ თბილისში ვარ და ალბათ მთელი ზაფხული მომიწევს აქ ყოფნა, თუ რამოდენიმე დღიანი მივლინება არ გამეჩითა ზღვისპირთში ან მესტიაში.
შვებულებაში მხოლოდ 5 დღით გვიშვებენ, მეტი არაო, სამშობლოს ეგრე ჭირდებაო.
მხოლოდ ლუდიღა დამრჩა იმედად, მაგით ვიგრილებ გამომშრალ ორგანიზმს.
კიდევ, ცოლშვილი კასპში მყასვ და შაბათ-კვირას მეც მანდ ვარ, დიდი ვერაფერი მაგრამ ცოტა სიგრილე მაინც არის თბილისთან შედარებით.
ყოველ შემთხვევაში ჩემს ეზოში არის.
ამას ქალობას გასაგონად ვიძახი, რომ გინდოდათ ექსკურსია თუ ლაშქრობა, მოიფიქრეთ რამე და წავიდეთ სადმე.
რკონში იყო გუშინ ჩემი მეგობარი და გადარეული ჩამოვიდა, ძაან მაგარიაო.
ხო და წევდეთ ჩვენც.
პ.ს. გაძლება მოგცეთ ღმერთმა ამ ამინდების
პ.ს.პ.ს. ნახე რამხელა პოსტი გამოვაცხე ამ სიცხეში, აბა თქვენ კი არ გგევართ, დაწერთ 2 სიტყვას და თემას ვაცოცხლებთო იძახით.
This post has been edited by seeb74 on 1 Aug 2011, 14:08