გეთანხმები მეც
ამ შემთხვევაში ძარღვიან ქართულსა და ნამდვილ თამადობაზე თუ წავიდა ლაპარაკი, მე მეეჭვება საქართველოში სადმე იყოს თამადა, რომელიც ნამდვილად ამართლებს იმ ფუნქციებს რაც მას ოდითგან ეკისრება
სამწუხაროდ დღეს ეს მართლაც საამაყო ინსტიტუტი გასართობ, თავმოსაწონებელ, სამარიაჟო ტრადიციად იქცა და თავისი თვისებები დაკარგა,
რა ვქნა მე არ მიზიდავს გაზეპირებული სადღეგრძელოების, ლექსთმეტყველი და ყანწებით მობურთავე ტოლუმბაშების სმენა
ეს საერთო პრობლემაა და ამ შემთხვევაში ბატონ გერისოზე არ არის ლაპარაკი
[QUOTE]ვაი ჩევნი ბრალი როცა ჩოხიანი თამადის ყურებას და მოსმენას, შორტებიანი თამადა გვირჩევნია რაც შეეხება ქართული ტრადიციული სადღეგრძელოების "თხზვას",ნეტა ბევრმა "შეთხზას" და ქართული გენი კიდევ დიდხანს შეგვინარჩუნდება :yes.[QUOTE]
ამაზეც იგივეს გეტყოდი

ქართული გენის საფუძვლებზე ცოტა სხვა წარმოდგენა მაქვს ისე, სადღეგრძელოების თზხვა კარგია, მაგრამ ეგ ჯობია უფრო კაი ცხოვრებისთვის შემოვინახოთ და ახლა უაზრო პათეტიზმს საქმის კეთება ჩავანაცვლოთ აი მაშინ გვექნება მართლაც რაღაც გულწრფელად სათქმელი სუფრაზეც და ყველგან
ვიმეორებ ჩემი ეს პოსტი ზოგად საკითხების გარშემოა და არანაირად ეხება ბატონი გერისო კელაპტრიშვილს და
"გერისო კელაპტრიშვილზე თუ ვიტყვით კოლორიტად " მიიჩნევენო" აბა ვინაა კოლორიტი კასპში მითხარი, მართლა ძალიან მაინტერესებს".
ამგვარი რაღაცეებით ნუ გამომეხმაურებით
ამოვწურეთ ეს თემა

გადავიდეთ სხვა ბევრად საინტერესო საკითხებზე, მოდით მცირე ისტორიული მიმოხილვა გავაკეთოთ ჩვენს რაიონზე
etrangere/n შენ ფილოლოგი უნდა იყო უცხო ენების განხრით ხო?
This post has been edited by baggins on 29 Jun 2009, 18:32