http://www.martvili.ge/index.htmlტურისტული მარშრუტები:
მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ეთნოგრაფიული კუთხე ღია ცის ქვეშ.
მარტვილის მონასტერი-ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი VII ს, ჩიქოვანების ეკლესია XIIს.
ნახარებაოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია XIIს. წმ. ანტონ ჭყონდიდელის საფლავი.
ოფუცხოლე - დადიანების საბანაო ადგილი.
სოფელი გაჭედილი - მოთენას მღვიმე - ისტორიული მღვიმე, ტბა, საბანაო ადგილები.
სოფელი ბალდა - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია XIIIს. ბილიკი მთაში.
ჩანჩქერი „ჟუჟღი“ - ჩანჩქერი ხავსიან კლდეზე. მდინარე აბაშის ხეობა, ბზის ტყე.
„ონიორე“ - ჩანჩქერი მდინარე აბაშაზე, მდინარე აბაშის სათავე, კარვების გასაშლელი ადგილი.
„ტობის“ მღვიმე (სოფ. ბალდა) – 234 მ სიმაღლის „ტობის“ ჩანჩქერი, ტბები, დარბაზები.
სოფელი სალხინო - ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია XVIII ს. დადიანების სასახლე, ისტორიული მარანი.
მდ. წაჩხურუს ხეობა, „ხიზნების მღვიმე“ (ისტორიული მღვიმე-ნამოსახლარი).
წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია XVIII ს. გადმოსახედი ადგილები, მდ. წაჩხურუს ხეობა, მთის ბილიკები.
რა იყო სალხინოს და დიდიჭყონის იქით მარტვილს არ ეკუთვნის თუ ნაკლები ადგილებია, ტეხურას ხეობა გამორჩათ საიტის შემქმნელს, მარტვილის გამგეობას და სამწუხაროდ მარტვილელ იუზერებს. 5 წელია არ ვყოფილვარ მარტვილში, წავალ ზაფხული რომ მოვა. მე უფრო ზედა ზონა (როგორც მარტვილელები ეძახიან) მომწონს. დობერაზენიდან ლებარდისკენ.
This post has been edited by gio70gia on 12 Nov 2009, 15:21