აბა კეთილო გორელებო, შევდივართ
აგერ და ვქაჩავთ პროგრამას, რომელიც საშუალებას გვაძლევს არ გამოვცადოთ მოდერის (რომელსაც როგორც ჩანს უკვე ხელი აქვს ჩაქნეული ჩვენზე) ნერვები და ზედ არ მიაყოლოთ ჩემი დრო, რომელიც ჩატაობის წაკითხვაში და მერე აზრის გამოტანაში მიმდის.
მოკლედ, გორში საკმაოდ გრილა. ის კი არა და ყინავს და როგორც იტყვიან, თუ ასე კარგად მოყინა - დადებს. დადებს რა, დილით გამოვედი და იდო უკვე. მაგრამ მერე ბოროტი უძლეველი მზე ამოვიდა და ისევ ატალახდა/აჭყაპდა/აწუმპდა ყველაფერი.
ხვალე ან მაქსიმუმ ზეგე ველოდებით თოვლს.
და ბოლოს, გოგოებისათვის ლირიკული გადახვევა
როცა ზამთარში დიდთოვლობისას
აღარ გესვრიან ბიჭები გუნდას,
მაშინ დღეები ყმაწვილობისა
განვლილ დროებად ჩათვალო უნდა.
ასე რომ ელოდეთ არტილერიას.
საჭის მართვისას მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ? ესე იგი ყველაზე დაბალი კლასის მძღოლი ხარ @ Jonatahn_smith
ეს საქოცეთი ცოტა ძაან ამოვიდა ყელში.. : user: