©chioreliეს აქაც უნდა იდოს

რაჭაში წასვლა თუ დააპირეთ ყველაზე ლამაზი გზა ნაქერალადან ადის აქედან თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ თითქმის მთელი იმერეთი

ნაქერალაზე ნახევარ გზას რომ გაივლით უკვე შეგხვდებათ წყარო რომლის გვერდზეც პატარა ფაცხაა იქ მოხარშულ ტაროს არაფერი ჯობია გაითვალისწინეთ

როდესაც შემოგხვდებათ წარწერა ამბროლაურის რაიონი უკვე რაჭაში ხართ და იმწამსვე განსხვავებული სიო დაუბერავს

იქვე ხარისთვალაზე უნდა შეჩერდეთ ის ტარო წერან ფაცხაში რომ იყიდეთ თუ კიდე არ მიგირთმევიათ გააჩერეთ მანქანა მოაწყვეთ პატარა პიკნიკი და ერთი ორი ჭიქით დაგვილოცეთ ულამაზესი მხარე, შემდეგ ვალმოხდილებმა შეგიძლიათ გზა განაგრძოთ შაორის წყალსაცავისკენ, აქ თქვენ შეგიძლიათ ითევზაოთ, იჭყუმპალაოთ ან უბრალოდ დაისვენოთ. შაორის შემდეგ გააგრძელეთ გზა და სოფელ ნიკორწმინდაში ნახეთ ნიკორწმინდის ეკლესია (ქებას არ დავუწყებ ისედაც ყველამ ვიცით ) ნიკორწმინდას რომ გაცდებით ამბროლაურამდე ბევრი ულამაზესი სოფელი შეგხვდებათ ყველას არ ჩამოვთვლი დიდ ადგილს დაიკავებს, ზოგი იქვეა მთავარ გზასთან ზოგი ცოტა მოშორებით, ჰო კიდე აქედან რომ მიდიხართ მარჯვნივ უფრო ვებრი გხვდებათ ვიდრე მარცხნივ

ამბროლაურში რომ ჩახვალთ დაათვალიერეთ დინჯი ხალხით დასახლებული ეს პატარა ლამაზი ქალაქი, ბაზარში შესვლა არ დაგავიწყდეთ ასეთი კეთილი და უბოროტო ხალხი სხვაგან არ შეგხვდებათ, კი ბებია შემოგევლოს რავა არ გაგატანო გეტყვიან და ვიჩინუკას გაგატანენ კაპიკებად (არის გამონაკლისებიც

) მოკლედ გამოხვედით ბაზრიდან და ან უნდა წახვიდეთ მარჯვნივ ონისკენ ან მარცხნივ რაჭის იმ დალოცვილი მხარისკენ სადაც ხვანჭკარა ღვინოს ყურძნის ჯიშები მოდის. აქეთაც უამრავი ლამაზი რაჭულისოფელი შეგხვდებათ მთავარ გზაზე გააჩერეთ და მიესალმეთ მასეთი ტკბილი სალამი არავინ არ იცის დედამიწის ზურგზე თქვენც დარწმუნდებით, ასე თკბილად ჩახვალთ სოფელ ხვანჭკარაში და მის ახლოს მდებარე სოფლებში ტოლა,ჟოშხა და ა.შ. იქ შეგიძლიათ დალიოთ ნამდვილი ხვანჭკარა

ჩემი რჩევა იქნება ბევრი არ დალიოთ წნევაზე მოქმედებს ცუდად, ხვანჭკარადან გააგრძელეტ გზა ისევ მარცხნივ (ბარემ ლეჩხუმამდე ცოტაღაა დარჩენილი და ყველა სოფელი დაათვალიერეთ) შეხვალთ სოფელ ჭრებალოში, სოფელი კი არა დაბაა დიდი ლამაზი კარგი ხალხით დასახლებული რიონის პირას გაშლილი სოფელია, შეილძება ითქვას ეს სოფელი რაჭის ამ მხარის ცენტრია. დაათვალიერეთ უკვე ჭრებალოც?

წავიდეთ ისევ მარცხნივ და მივადგებით ქვემო რაჭის ულამაზეს სოფელს ზემო (ზედა) ღვარდიას, კლდეზე მთებს შუა ნაშენებ სოფელში მარტო ერთი კლდეში გამოკვეთილი გზით ახვალთ ამ გზის ბოლოდან ყველაზე ლამაზად მოჩანს ქვემო რაჭის რიონის ხეობა. აქ უნდა დავასრულოთ რაჭის ამ მხარის არწერა (თუმცა კიდე ბევრი ულამაზესი სოფელია დასათვალიერებელი) წავედით ისევ ამბროლაურისკენ, გავცდებით თუ არა ამ ლამაზ ქალაქს მალევე დავინახავთ ბარაკონის ულამაზეს ეკლესიას სიმწვანეში ჩაფლულს ( თუ ზამთარში არ მოგზაურობთ) ცოტაც გაიარეთ და მინდაციხის ნანგრევებს დაინახავთ ზედ ჩვენი ლამაზი ქარტული დროშა ფრიალებს. ჰო კინარამ დამავიწყდა რაც ამბროლაურიდან გამოვედით სულ რიონის ხეობაში მივდივართ და რიონი სულ გვერდზე მოგვყვება

ცოტაც და რაჭის ერტ-ერთ უდიდეს სოფელ სორში შევალთ დაისვენეთ ცოტა აქაც ურიგო არ იქნება ანდა გზა გავაგრძელოთ და იმ ადგილას სადაც ხეორი რიონს უერთდება იქ დაისვენეთ აქ იყო ძველად სახელგანთქმული დუქანი ბეჩა ყირამალა

ზუდალთან ახლოს, ამის შემდეგ შევდივართ ონში ან ზუდალისკენ გადავუხვევთ და ვნახავთ სოფელ მრავალძალს შქმერს, უშოლთას და ა.შ. ონის დათვალიერების შემდეგ ან უნდა წავიდეთ სომიწო პიპილეთისკენ ან უფრო ჩრდილოეთით და მივუახლოვდეთ რაჭის საკურორტო ზონას (აქამდეც სულ საკურორტო იყო, მაგრამ მაინც რასაც ეძახიან მეც ისე დავუძახებ) მოკლედ შედარებით აჩქარებული რიონის ხეობით გაივლით ღარს, ნაკიეთს, მარცხნივ შეგხვდებათ საკაურას ხეობა სადაც სამი ულამაზესი სოფელი ხიდეშლები,მაჟიეტი და საკაოა. ნაკიეთს გაცდებიტ და მალევე ერთი ორი სოფლის შემდეგ შეხვალთ უწერაში მჟავე წ###ბის სოფელში. უწერას გაცდებიტ თუ არა მალევე რიონის ხეობა ვიწროვდება და იწყება რთული გზა მთა რაჭისკენ, ცოტა წვალების შემდეგ მიუახლოვდებით საგლოლოს ხიდს გადახვალთ და ნახავთ სოფელ საგლოლოს, შოვს და მამისონის უღელტეხილს ან არ გადახვალთ გააგრძელებთ მაღლა გზას ექსტრემალურ პირობებში და შეხვალთ დაკარგულ მხარეში, ამქვეყნიურ სამოთხეში, რიონის ყველაზე ლამაზი ხეობის ორ სოფელში მთა რაჭის დარჩენილ ორ ულამაზეს სოფელში ჭიორასა და ღებში. მოკლედ დავირალე მეზარება ამდენი კარგა ხანია არ მიწერია დანარჩენს მერე გავაგრძელებ იცით კიდე რამდენია საწერი. ღვთის წყალობიტ რაჭაზე კარგის საწერი არ გამოგველევა იმსეთი დალოცვილი მხარეა.
This post has been edited by amadeus on 17 Sep 2009, 12:57