Shurigeშეიძლება ეგრეც იყოს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენმა მასპინძელმა გვითხრა ამასაც ტობავარჩხილი ქვიაო. რაც შეეხება ოხოჯეს, ეგ ადგილიც გვაჩვენა. მეჯოგეების სადგომი იყო ტბისკენ მიმავალ გზაზე პატარა ჯარგვალით. მასპინძლის კომპეტენტურობაში კი არ მაქვს საფუძველი ეჭვი შემეპაროს. მისხალ-მისხალ აქვს შესწავლილი თავისი კუთხე.
ესეც წლევანდელი ფოტოები სვანეთიდან:
ხიდი დოლრაზე

მესაზღვრეების ქოხი

ჩანჩქერი, რომელიც უშბის მყინვარიდან გადმოდის

დოლრას ხეობა ზევიდან
* * *
უშბა სამხრეთ-დასავლეთიდან

უშბის მყინვარი





* * *
ნელ-ნელა გავცდიტ ცრდილოეთ მწვერვალს და გავდივართ უღელტეხილზე. იქიდან ერთი გზა შხელდასა და შუროვსკის მწვერვალებს შორის , შხელდის მყინვარით ბაქსანისკენ ეშვება. მარჯვნივ კი, უშბის პლატოსკენ მიდის.

უშბის პლატო. მარჯვენა კუთხე -უშბის "პადუშკისკენ" მიმავალი ქედი, შუაში - ხოხრა-უშბა და ჩატინი, მარცხნივ შუროვსკისკენ მიმავალი ქედი. დაბლა კლდეებს შორის შხელდის მყინვარი ეშვება ბაქსანისკენ. გადაღებულია შხელდის ზირში არსებული საკარვეებიდან.

ესეც ჩვენი ბანაკი


მწვერვალი შუროვსკი. აქედან ყველაზე კარგი ხედებია.

შხელდა და იალბუზი. ქვევით ბაქსანის ხეობა(ყაბარდო)
* * *
ბარემ ბოლომდე გავიდეთ
ხოხრა უშბა და ჩატინი

სახელგანთქმული ჩატინის რომბი, სადაც კავკასიონის ერტ-ერთი ურთულესი მარშრუტები გადის.
გადაღებულია ე.წ. ალექსანდროვის უღელტეხილიდან, შუროვსკისა და ჩატინის მწვერვალებს შორის.

უშბა შუროვსკიდან

უშბის სახელგანთქმული ჩრდილო-აღმოსავლეთი კედელი, ე.წ. სარკე ხოხრა-უშბიდან


შხელდა

ხედი შუროვსკიდან აღმოსავლეთით: ჭალაათის და ლეღზირის მყინვარების ზემო წელი. მწვერვალები ულუ-ტაუ, ბჟედუხი, ჯანტუგანი, ვოლნაია ესპანია, ჯაილიკი, ულუყარა და ა.შ. მოკლედ მთელი ცენტრალური კავკასიონის გულია მანდ

ესეც ჩვენი სოფელი ზევიდან

ესეც მე. თუ ჯანზე ვიქენი , მომავალ წელსაც წავბოდიალდები სადმე და მოგაწვდით ახალ ფოტოებს.