მოცლით მოვიცალე, მაგრამ ბევრი მეც არ ვიცი ამ ისტორიის შესახებ. თუმცა ვიცი, რომ 1941-43 წლებში ბათუმის პორტი დენთის კასრივით იყო გადატვირთული სევასტოპოლის ევაკუაციის შედეგად გადმოტანილი საბრძოლო მასალებით და ერთი სერიოზული დაბომბვის შედეგად ქალაქი შეიძლებოდა მიწასთან გასწორებულიყო. ეს გაირკვა ომისდროინდელი დოკუმენტებიდან, რომლებსაც გრიფი ”სრულიად საიდუმლო” მხოლოდ 1994 წელს მოეხსნა:
” Вследствие того, что транспорты из Севастополя уходили один за другим, то к концу ноября месяца 41 г. и началу декабря 41 г. причалы Поти и Батуми оказались забитыми боеприпасами. Убирать снаряды было некому...
Все же к концу декабря месяца 41 г. причалы в Поти были очищены, а с причалов Батуми боезапас был убран только к маю месяцу 1942 г. Долетел бы до Батуми один Хе-111, сбросил бы пару бомб на огромные штабеля боеприпасов, и что бы осталось от порта и города?”
აქვე აღვნიშნოთ, რომ 1942 წ მაისში საბრძოლო მასალები ბათუმიდან მთლიანად კი არ გაიტანეს, არამედ ნავმისადგომიდან, სადაც ღიად იყო დაწყობილი, გადაიტანეს დახურულ საწყობებში, და მათი შენახვა მაინც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდა მაგრამ, მადლობა ღმერთს, ქალაქი საზღვაო ბრძოლების ეპიცენტრს ნამდვილად არ წარმოადგენდა და სერიოზულ, მასობრივ დაბომბვებს გადაურჩა.
ფოტოს რაც ეხება, ის 1943წ 18 იანვარით თარიღდება და მასზე ტანკერ ”პერედოვიკზე” გაჩენილი ხანძარია აღბეჭდილი,წინა პლანზე კი საესკადრო ნაღმოსნების ლიდერი ”ხარკოვი” ჩანს (გემი 12 ნომრით ბორტზე):

ეს სურათები კი იქვე, ცოტა სხვა რაკურსითაა გადაღებული :


საესკადრო ნაღმოსნების ლიდერი ”ხარკოვი” მოგვიანებით, 1943წ ოქტომბრის თვეში ჩაძირეს გერმანელებმა.სხვათა შორის, ასეთივე ტიპის გემი ”თბილისი”, რომელიც გერმანელებს ყუმბარებს გადაურჩა, დღევანდელ რუსულ ფლოტში...სამიზნე გემადაა გამოყენებული

, ალბათ მისი სახელწოდების გამო

?. აი მისი ფოტო:

მრავლისმეტყველი დეტალია საქართველო-რუსეთის დღევანდელ ურთიერთობებში.
კიდევ ერთი სურათი უფრო შორეული წარსულიდან: მასზე აღბეჭდილია თურქეთის გემის აფეთქება ბათუმის რეიდზე ისევ იანვრის თვეში, მხოლოდ 1878წელს. აქ რუსებმა პირველად
გამოიყენეს ინგლისში შეძენილი თანამედროვე ტორპედის მსგავსი აპარატი.
კიდევ რამოდენიმე ფოტო, უკვე არასამხედრო თემატიკის, რომლებიც, ვფიქრობ, აქამდე არ იდო ფორუმზე:
URL=http://www.radikal.ru]

[/URL]
