ისე გურჯაანის სურათები თუ გაქვთ, დადეთ თემაზე, განსაკუთრებით აპრილის ბოლოს გადაღებული. აპრილის თვე იმიტომ, რომ ამ თვეს მაგარია გურჯაანი, ალბათ მთელი კახეთიც, სიცივეს უკვე სითბო რომ ტეხავს, ხეებს ნორჩი ფოთლები რომ აქვთ ახლად შესხმული, ისევ რბილი და მგძნობიარე, თან ხეებზე სურნელოვანი ყვავლიებიც რომ იშლება და რომ ემზადება ნაყოფის პირველი სახის მისაცემად, ტყემლის ნაყოფი ძალიანაც არ მიყვარლს, მაგრამ ამ თვეში ტყემლის ხე მაგარია, ალუჩასიც, საერთოდ ყველა ხე. ნუშიც მაგარია, თებერვალშივე რომ იხეთქავს კოკრებს. პაპა შვილის ქანდაკების სურათმა გულს მალამო დაადო, რომელი იყავით, ასე გააგრძლეთ.
მე უბრალო კაცი ვარ, ფოტოაპარატი არ მაქვს, თორემ შედევრებს მეც შემოგაწევდით.
ფოთოლცვენის დროსაც მაგარია გურჯაანი. ეს დროც მაგარია, რამდენიმე დღის წინაც შევხედე დიდი მუხა რომ დგას, ორი მუხა, ქართულ ფრანგული პოლიკლინიკასთან ახლოს, ახტალაზე, რუსთაველის გზის პირას. საოცარია არა უზარმაზარი ხე, გაშიშვლებული, ცაზე კამარას რომ ჰკრავს, საოცრად და დიდებულად რომ ხაზავს და ქსაქსავს ზეცას მუხის მსხვილი და წვრილი ტოტები?
ლიმპი, ყველაწმინდის ბუნებაც მაგარია, ამაღლების ბუნებაც საოცარი და ამ მთების ფერდობიდანაც კარგი ხედები იშლება. როცა გადავიღებ, მე აუცილებლად შემოგაწევთ, ასე რომ ჯერ თქვენი ჯერია.
არ გეგონოთ ჩემზე, ეს კაცი გაგიჟებულაო

, რეებს წერსო (ისო ცოტა გიჟიც უნდა იყო, უხდება კაცს

), რითაც შეგვიძლია, გადმოვცეთ ჩვენი თვალით დანახული ჩვენივე ქალაქი და სოფელი.
* * *
ისე მართლა სულ დამავიწყდა, (ეს არ მეპატიება

) იქ ვინ იცის რა აღარ დავწერე, მანდილოსნებს მინდა ბოდიში მოგიხადოთ, თუ რამეისეთი წაიკითხეთ, რაც არ უნდა გაგეგოთ (ლექსიკონს ვგულისხმობ), უბრალოდ თავის მართლებას არ დავიწყებ, ქალბატონებს პატიებას ვთხოვ, როგორც გურჯაანელს, ისე თელაველს?
პ.ს.

ჩემი ბოდიში კაი, მარა ერთი რამე მაინტერესებს, ჩვენში დარჩეს ოღონდ, გოგოები რას კითხულობთ და რას მოგზაურობთ ამ ინტერნეტში? ქალი მე ვიცი (სამზარულოშიც კი არა დაჟე) "კუხნაში", კუხნაში თუ არა მინიმუმ ნასკებს მაინც უნდა ურეცხავდეს ქმარს ან ძმას, დაალაგოს ოთახები და ასე შემდეგ. ვერ დავეთანხმები იმათ ვისაც სჯერა რომ ქალს უნდა განათლება, უმაღლესი სასწავლებელი და ამაში დააბანდო უიმედო კაპიტალი, ან საერთოდ, როდის იყო დედათა და მამათა ერთად ესაუბროთ ასე გულახდილად, საჯაროდ ინტერნეტში?