sandro30475
Junior Member

 
ჯგუფი: Registered
წერილები: 21
წევრი No.: 145112
რეგისტრ.: 22-March 12
|
#30745851 · 17 Apr 2012, 22:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აქა ამბავი მიხაკო სეთურისა და ასინეთ თაბაგარისა მათ გასაგონად ვამბობ, რომლებიც „ხალხზე მზრუნველ“ ხელისუფლებას დილა-საღამოს უგზავნით „ლოცვა-კურთხევას“: თუ ჯერ არ გსტუმრებიან და თქვენი პირადი ფოსტა არ გაუტეხავთ ასინეთ თაბაგარის (იგივე - ვანო მერაბიშვილის) ყოჩაღ ჰაკერებს, დიდხანს ლოდინი ალბათ არ მოგიწევთ -- მე აღდგომის (!!!) დღეებში გამიტეხეს ფოსტა და იძულებული გავხდი, პაროლი შემეცვალა. რა თქმა უნდა, ეს არ გამკვირვებია, რადგან, როგორც წესი, „მამამ და მარჩენალმა“ უნდა იცოდეს, ვინ რას ფიქრობს, რას საქმიანობს და რას აპირებს. ამას გარდა, როდესაც ვინმეს ვურეკავ, პრაქტიკულად ყოველთვის ვგრძნობ, როგორ მისმენს ბატონი თაბაგარის უსაშველოდ დიდი ყურები. მას მობილურში ყოველთვის ვეუბნები და აი, ახლა ამ სოციალურ ქსელშიც ვეტყვი: • ამხანაგო ასინეთ, ძალიან მინდა, თქვენ და მიხაკო სეთურს ხანდახან მაინც გითხრათ რაიმე კომპლიმენტი; ტვინს ვიჭყლეტ და ვერ მომიფიქრებია, რა შეგიქოთ. არადა, დღედაღამ მუხლჩაუხრელად შრომობთ ხალხის კისერზე დადგმული სამეფო ტახტრევანის შესანარჩუნებლად. მართლაც გასაოცარია თქვენი შრომისმოყვარეობა, მონდომება და პიარ-შრომა ... მეტი ფულის გაკეთებისა და მოსახლეობის უკეთ დამონებისთვის. • ისე, რაიმე საინტერესო ნახეთ ჩემს ფოსტაში?! ალბათ, მიხვდებოდით, რომ მეც დღედაღამ ვშრომობ, რათა რაც შეიძლება მალე ამოიკვეთოთ ფეხი ხელისუფლებიდან. ჰაკერებიც რომ მაგრები გყავთ!!! მაგათი და თქვენი წინაპრები იყვნენ, აღა-მაჰმად-ხანს ამბავი რომ მიურბენინეს: ერეკლეს 40 ზარბაზნისა ნუ შეგეშინდება, სულ 6 მეზარბაზნე ჰყავსო. ამ ინფორმაციამ ერეკლეს კრწანისის ომი წააგებინა ისევე, როგორც თქვენ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური კეთილდღეობისთვის ბრძოლა სასტიკად წააგებინეთ. ამხანაგო ასინეთ, თქვენც და ამხანაგი სეთურიც მიუნჰაუზენები ხართ, ტრაბახა სარდლები, რომლებიც შეუიარაღებელი ხალხის დასისხლიანებასა და დაჩაგვრაში ტოლს არ უდებთ არავის. კიდევ მობრძანდით ჩემს ფოსტაში. ვირის თავ-ფეხი მაქვს თქვენთვის გამზადებული. • გული როგორ მომითმენს, ორიოდე „თბილი სიტყვა“ ამხანაგ მიხაკო სეთურს არ ვუთხრა. გავიგე, კახეთში ვენახი გიყიდიათ, სახლთან ერთად. მართლაც, საოცარი სურათია: პრეზიდენტის ვენახი გულმოდგინედ მუშავდება, ხოლო მის ირგვლივ, ასობით კილომეტრის რადიუსზე, გლეხებისა და ფერმერების ვენახები მოუვლელობით ფუჭდება. ნუ, არა უშავს, თუ ვიღაც კახელ გლეხს ვენახის მოსავლელად არ აქვს საჭირო თანხა, საწვავი, მისთვის ტექნიკა ხელმიუწვდომელია (!!!). რა მოხდა მერე, ეს „ზარმაცი“ კახელები დასჯის ღირსები არიან და თქვენც სჯით: ხან არაბ, ხან ირანელ, ხან რომელი ქვეყნის და ხან რომელი ქვეყნის ბიზნესმენებს ასყიდებთ ქართულ მიწებს. მერე რა, თუ შრომაში გამობრძმედილი ხალხი დღეს შიმშილობს. სამაგიეროდ, საკუთარი გუნდის წევრები და გერმანელი (და არა მარტო გერმანელები) მასაჟისტი ქალბატონები გყავთ მაძღრები. • ამხანაგო მიხაკო, როგორ გაგიმართლათ, დავით აღმაშენებლის ეპოქაში რომ არ ცხოვრობთ. სწორედ თქვენისთანა მმართველები და ფეოდალები იყვნენ, დიდმა დავითმა რომ მიიწვია სასახლეში და იქიდან ცოცხალი არცერთი გამოუშვია. • მიწების გაყიდვა... ჰესების აშენება... რადიაციული სამარხების აშენება... ბუდა-ბარებისა და ბორდელების აშენება... რა საინტერესო იდეები მოგდით მაგ ფართომასშტაბიან თავში. გინდათ, მე მოგაწვდით კარგ იდეებს: გამიგია, სომალელი მეკობრეები ხალხით ვაჭრობენო. თქვენ და ამხანაგი ასინეთ თაბაგარი რო გაგყიდოთ, ხო შევავსებთ საქართველოს ბიუჯეტს?.... თქვენც და დაისვენებთ სახელმწიფოზე „ზრუნვისგან“ და ხალხი ხო დაისვენებს და დაისვენებს. თქვენ რომ სარფიანად გაგყიდით, თან მოგაყოლებთ თქვენი გუნდის სხვა „თვალსაჩინო წარმომადგენლებს“ და იმ წვრილფეხობას, ვისაც თქვენს ქება-დიდებაში ამოსდით სული... არა, ეს სწორი გამოთქმა არაა: ნეო-ფაშისტებს სული სადღა აქვთ... • ჰო, მართლა, კახელებზე და ქვეყნის მმართველებზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა და ვიცი, ამხანაგო მიხაკო, ძალიან მოგეწონებათ: კახელს კომუნისტურ პარტიაში იღებენ და ეკითხებიან: ლენინის სახელს თუ ახსენებ-ხოლმეო. ლენინისა რა გითხრა, მაგრამ იმისი დედის სახელს ძალიან ხშირად ვახსენებო. ეს ანეკდოტი რამდენჯერ გაახსენდებათ ჩემს კახელებს, თქვენს დამუშავებულ და თავიანთ დაუმუშავებელ ვენახებს რომ შეხედავენ... • მიხაკო და ასინეთ, ახლა ძალიან დიდი იმედებიც ნუ გექნებათ, მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. თქვენ თქვენი უკვე გააკეთეთ. მართალია შუქსა და გზებს გადაგვაყოლეთ, მაგრამ საბანკო ანგარიშები „მოშნად“ ხო შეივსეთ. ჰოდა, დროა, „ატსტავკაში“ გასასვლელად ემზადებოდეთ. წადით ამხანაგ ვალოდიასთან, კრემლში. ისედაც მისი ერთგული თანაშემწეები ხართ საქართველოს მოთვინიერების საკითხებში. აგერ, ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა პოლიტიკურ სარბიელზე. აცადეთ ამ ადამიანს, რომ თქვენს მიერ მიწასთან გასწორებული დარგები რაღაცას დაამსგავსოს და განავითაროს. მართალია, მის გაკეთებულებს იბრალებთ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ვინ რისი გამკეთებელია. როგორც მოსვლით გაგვახარეთ, ისე წასვლით გაგვახარეთ. იმ უწვერ-ულვაშო ბიჭებს და მათთვის სამხედრო ტანსაცმლის დარიგებას კიდევ თავი დაანებეთ: მათ ბარი, ნიჩაბი, პასტა, რვეული, წიგნი უნდა ეკავოთ და არა ავტომატი. • თუ არ დაგეზარებათ, კვლავ შემოიარეთ ჩემს ელექტრონულ ფოსტაში, კიდევ დაგახვედრებთ „თბილ“ სიტყვებს.
ასინეთსა და მიხაკოს „ლოცვა-კურთხევას“ უგზავნიდა სანდრო უსტიაშვილი
|