ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან .
ბაღდათის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრაში, 1917-28 — ქუთაისის მაზრაში, 1930 წელს გამოიყო ცალკე რაიონად. 1940-90 — მაიაკოვსკის რაიონი ერქვა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია უმეტესად მთაგორიანია, იგ მდებარეობს მესხეთის ქედის კალთებზე, მთისწინეთსა და იმერეთის დაბლობზე. ტერიტორია — 815 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 82.22 კვ.კმ. ბაღდათის ტერიტორიის 67, 5% ტყით არის დაფარული; გავრცელებული ჯიშებია მუხა, კაკალი, კოპიტი, წაბლი, ნაძვი, ფიჭვი, თხმელა. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა ხანისწყალი, რომელიც სათავეს იღებს მესხეთის ქედზე და ერთვის რიონს, აგრეთვე მისი შენაკადები (საკრაულა, ლაიშურა და სხვები).
კლიმატი ნესტიანი და სუბტროპიკულია. ზამთარი საშუალოდ ცივია, ხოლო ზაფხული საკმაოდ ცხელი. წლის საშუალო ტემპერატურა +14 გრადუსია ცელსიუსით, იანვარში +4,4 გრადუსია, ივლისში კი +23 გრადუსი. აბსოლუტური მინიმუმი -8 გრადუსი; აბსოლუტური მაქსიმუმი +42 გრადუსი. წლიური ნალექიანობა – 1500 მგ.
მუნიციპალიტეტი მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით, რომელთა შორის აღსანიშნავია მინერალური წყალი საირმე. მუნიციპალიტეტში არის ტუფის, გრანიტის, მარმარილოს საბადოები.
„საირმე“, ნახშირორჟანგიანი ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი სამკურნალო და სუფრის მინერალური წყალი. საბადო მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წაბლარისწყალის (მდინარე ხანისწყლის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, კურორტ საირმესთან.
საირმის წყლების მეცნიერული შესწავლის პირველი მცდელობა ვინმე ექიმ კელენჯერაძის სახელს უკავშირდება ბაღდათელი კელენჯერაძე იმხანად ჯერ ისევ სტუდენტი გახლდათ. სწორედ მან წაიღო 1912 წელს პეტერბურგში გამოსაკვლევად ნიმუშები. მათ პეტერბურგის სამხედრო აკადემიის პროფესორმა ცვეტმა პირველი ქიმიური ანალიზი ჩაუტარა. აღმოჩნდა რომ წყალი სამკურნალო თვისებებით იმ დროისთვის სახელგანთქმულ „ნარზანს" სჯობდა, თავად ერისთავის სამფლობელოდან გაგზავნილი ნიმუშებით პეტერბურგში დაინტერესდნენ, მომდევნო წლებში საირმის წყლების შესწავლით ლატვიელი მეცნიერი რობერტს კუპცისი დაკავდა. იგი იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ბრძანებით იკვლევდა კავკასიის, კერძოდ კი საქართველოს მინერალურ წყლებს.
რობერტს კუპცისმა შესწავლა იმ დროისათვის არსებული სამეცნიერო მიღწევების შესაბამის მაღალ დონეზე აწარმოა, რაც იოლი საქმე სულაც არ გახლდათ - მთებში საცალფეხო ბილიკებით, საჭირო მოწყობილობის და ინსტრუმენტების ატანა ზოგჯერ წარმოუდგენელ ძალისხმევასაც მოითხოვდა. კუპცისის მიერ ჩატარებულ გამოკვლევებს, სინჯების ქიმიურ ანალიზს და მათ შედარებას პოპულარულ ევროპულ წყლებთან, ახლდა რაოდენობრივი გაანგარიშებები იმის შესახებ, თუ რამდენად მომგებიანი შეიძლებოდა ყოფილიყო წყლის სამრეწველო ათვისება.
საირმის ქარხნული წესით ჩამოსხმა 1945 წელს დაიწყო.
წყლის დახასიათება
ქიმიური შემადგენლობა (წყარო № 3):
\mathrm{CO_2 1M_{3,3} \frac{HCO_3 42C16SO_4 1} {Na\ 33Mg9Ca8} T12^\circ C}
საბადოს ტეროტორიაზე განვითარებულია შუაეოცენური მასიური ტუფები და ტუფქვიშაქვები, რომლებითაც აგებულია განედური მიმართების საირმის ანტიკლინი. წყლის მინერალიზაცია იცვლება 1,6 გ/ლ-იდან (ჭაბურღილი ნამარნისხევში, ცენტრალური წყაროებიდან 400 მ მოშორებით) 9,5 გ7ლ-მდე (ჭაბურღილი № 4). ცვალებადია წყაროების დებიტიც. საბადოს წლიური დებიტი დაახლოებით 700 ლ შეადგენს. „საირმეს“ სამკურნალოდ იყენებენ როგორც ადგილზე, ისე ბოთლებში ჩამოსხმულს. საბადოს ბაზაზე მუშაობს კურორტი საირმე და მინერალური წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა. სამედიცინო ჩვენება: საშარდე გზებისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ქრონიკული დაავადებანი.
* * *
ულამაზესი რაიონი.
This post has been edited by bidzu on 29 Sep 2011, 21:49