სტადიონი არ გამახსენოთ,რაც მე ამ რაგბის ბილეტებმა და სექტორების მიხედვით სტადიონის სურათზე ყურებამ და რიგის დათვლამ დამტანჯა...მგონი რაგბისკენ არცკი გავიხედავ....
* * *
ცოტა ხნის წინ, მოხდა ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი. გულშემატკივრები რომლებიც სურვილს გამოთქვამდნენ საქართველო-რუსეთის მატჩზე დასასწრებად, შეიძლება ითქვას "ხახა მშრალები" არიან დარჩენილები.
გააზრებულად თუ გაუაზრებლად რაგბის ფედერაციამ გააკეთა ყოვლად მიუღებელი ქმედება და ხსენებულ მატჩზე დასასწრებუი ბილეთები, რეალურად, მხოლოდ ერთ ტურისტულ კომპანიას გადასცა, რომელმაც მყისიერად ისარგებლა შემთხვევით და უმალვე ქართველი გულშემატკივრები საზიანოდ მონოპოლიას მიჰყო ხელი, დააწესა თავის ფასები და მსურველებს დაუწესა შეზღუდვები რომ თუ ისინი მხოლოდ ბილეთებს იყიდიან და არ ისარგებლებენ მათ მიერ შეთავაზებული სრული პაკეტით(სასტუმრო, მგზავრობა) შეექმნებათ პრობლემები.
უფრო მეტიც, ისინი ამას არ დასჯერდნენ და არ ყიდიან ბილეთებს ისეთ მსურველებზე რომლებსაც მხოლოდ ბილეთი უნდა და არ სარგებლობს მათი სხვა სერვისებით!!!!!!! სააგენტო MILLENNIUM TRAVEL - ის (www.mtravel.ge) ხელმძღვანელი გიორგი პეტრიაშვილი ურცხვად უარყოფს ყველაფერს, ალბათ იმიტომ რომ სათანადო ლობი (''კრიშა") ყავს რაგბის ფედერაციაში.
რამდენიმე ტურისტულმა სააგენტომ უკვე შეიტანა სარჩელი სასამართლოში მილენიუმ თრეველის წინააღმდეგ და იმედს გამოვთქვამ რომ სასამართლო სადანადო რეაგირებას მოახდენს. გთხოვთ ყველამ შევიტანოთ წვლილი რათა არ მოხდეს სპეკულაციები ამ თემით.
ჯერ მარტი არ მოსულა და უკვე ჩეპეს სუნი მცემს...
ეს ნიუსი ჩემი დაწერილია არაა და ამიტომ ბოდიშს გიხდით დაულაგებელი წინადადებებისთვის....
* * *
დაიხოცეთ??? გიო,სად გავარდი? ???
* * *
რიზეში ჩვენ ყველაზე უფრო ახლო და ქართულ-ლაზურ ქალაქსი არის ულამაზესი 20 000 სტადიონი, ფედერაციამ იცით რა მომიზეზა, მაგ ქალაქში ინფრა სტრუქტურა არ არისო ისეთი და მაგიტომაც არ ავირჩიეთო...კაცო მე რიზეში მრავალჯერ ვარ ნამყოფი და მერწმუნეთ 20 ათასი კაცის მანდ დაძინება არანაირი პრობლემა არ არის და თანაც ბათუმიდან არის ზუსტად 50-60 წუთის სავალზე,ჩვენი ბათუმელი ძმებიც სასტუმრო ბიზნესის ამბავში იხეირებდნენ...რიზე ხომ მართლაც ყურის ძირშია სარFიდან...არ ვიც რა , რომ ვამბობ ფედერაციის მენეჯმენტი 0 არის მეთქი ნაღდათ ეგრეა რა.