არაროოორრრრ!!! რამდენი ხალხი იყო ეკლესიაშიიი! და დავიჯერო ყველა მორწმუნე იყო? აი რაღაც არ მჯერავს რა. მემგონი მოდის გამო იყვნენ იქ 30 % მაინც. ნუ დავანებოთ ამას თავი, მით უმეტეს რომ არც ერთი სურათი არ გადამიღია.

მინდა გესაუბროთ ომის მემორიალზე, რომელიც ეკლესიასთან დგას. აი, დასახიჩრებული მეომრები რომ ზიან.
ხალხო, მოდი ყველას დაგხოცავთ და მერე ისეთ თაობას ავარჩევ, სადაც ნორმალური და ზრდილობიანი და თავისი ქვეყნის მოყვარული ხალხი წამოვა. მარა სამწუხაროდ ასე ქართველობა გადაშენდება. აბა ახლა მომისმინეთ და მიპასუხეთ შეკითხვაზე: როდესაც მემორიალზე არ გეზარება ასვლა ასე 2 მეტრის სიმაღლეზე და ერთ-ერთი ძეგლისათვის (სახე რომ არ აქვს) შუბლზე "TATA"-ს მიწერა, ეს არის:
1. გოიმობა
2. არაპატრიოტიზმი
3. დაბალი დონე
4. ქლიავობა
5. კაი ბიჭობა
6. სვეტობა
7. უგუნურება
8. თვითდამკვიდრების ძლიერი ინსტინქტი
9. წავედი, თავი უნდა მოვიკლა.
როგორც ხედავთ არჩევანი დიდია. მით უმეტეს რომ ამ ადგილზე პირველად ვიყავი და მაშინვე შემრცხვა რომ აქ ვცხოვრობ. რას იფიქრებს უცხოელი, რომელიც ჩამოვა და ნახავს ამ წარწერებს (N.abalaki. Tata. aq viyavi me)? მე რომ სხვა ქვეყანაში ასეთი რამ ვნახო ვიტყვი რომ ღორები ყოფილან თქო აქ და თავისას არ უფრთხილდებიან და.. აი, ამერიკელებზე რა. ამერიკელები რომ არიან &^%^ეები, რატომ ვფიქრობთ ასე? იმიტომ რომ ჩვენნაირად არ ფიქრობენ, ხო?
ნუ, მე მაპატიეთ, აღდგომა ავღნიშნეთ და ცოტა არ იყოს და შეზარხოშებული ვარ. მიყვარხართ ყველა, განსაკუთრებით ხუჭუჭთმიანი გოგონა (შენ არა, მეორე)
საჭის მართვისას მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ? ესე იგი ყველაზე დაბალი კლასის მძღოლი ხარ @ Jonatahn_smith
ეს საქოცეთი ცოტა ძაან ამოვიდა ყელში.. : user: