ხარაგაული. Kharagauli, Xaragauli



* * *
ხარაგაულში სპორტის გამორჩეული სახეობაა თავისუფალი ჭიდაობა.
ჭიდაობის სკოლის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებულ
მწრთვნელსა და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს ანზორ მაღრაძეს.
მისი აღზრდილები დიდ წარმატებებს აღწევდნენ როგორც ეროვნული,ისე საბჭოური და საერთაშორისო მასშტაბით.
ანზორ მაღრაძეს თავადაც წარმატებული სპორტული კარიერა ჰქონდა,რომლის დასრულების შემდეგაც
მწრთვნელობას მოჰკიდა ხელი და არაერთი წარმატებული ფალავანი აღუზარდა რაიონს.
სურათზე ნაჩვენებია აღზრდილთა პირველი თაობა 1966 წელი

დგანან მარცხნიდან: ანზორ მაღრაძე, მურთაზ აბაშიძე (შემდგომში წარმატებული ვახბურთელი,თამაშობდა
ლენინგრადის ზენიტში, ბოლოს კი ხარაგაულის ჩხერიმელაში)გულად ფოფხაძე,(მოსწავლეთა სპარტაკიადის
ჩემპიონი),კორნელი ვეფხვაძე, კოტე ლოლაძე,
სხედან მარცხნიდან: ტარიელ თხელიძე (მოსწავლეთა სპარტაკიადის პრიზიორი), ვახტანგ ინასარიძე
(მოსწავლეთა სპარტაკიადის ჩემპიონი), თამაზ მარნაძე.
1977 წელი.

დგანან მარცხნიდან: ანზორ მაღრაძე (მწრთვნელი),ოთარ ებანოიძე (მოსწავლეთა სპარტაკიადის მესამე
ადგილის პრიზიორი), ნოდარ ებანოიძე (საბჭოთა კავშირის 2–გზის ჩემპიონი),გოგი მაკასარაშვილი
(მოსწავლეთა სპარტაკიადის და თბილისის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი) გიორგი ვეფხვაძე
(საქართველოს და საბჭოთა კავშირის ჩამპიონი მოსწავლეთა შორის) ტარიელ შავიძე (მეორე მწრთვნელი)
სხედან მარცხნიდან: ბუხუტი ბაჩიტაძე (საქართველოს ჩემპიონი მოსწავლეთა შორის და შემდგომში
დიდებს შორის) ბესარიონ კვირიკაშვილი (მოსწავლეთა სპარტაკიადის მეორე ადგილის პრიზიორი),
ავთანდილ გიორგაძე (საქართველოს ჩემპიონი) ოსმან ლიპარტია (მოსწავეთა სპარტაკიადის მესამე
ადგილის პრიზიორი)
ანზორ მაღრაძემ წარმატებული თაობა აღზარდა 90–იან წლებშიც:
მამუკა არევაძე – ევროპის ჩემპიონატის ვარცხლის პრიზიორი და არაერთი ტურნირის გამარჯვებული.
მამუკა გურგენიძე – ევროპის შემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და არაერთი ტურნირის გამარჯვებული.
სხვადასხვა ტურნირზე გამარჯვებულები: რეზო შერგელაშვილი,სულიკო ცაბაძე, ვახტანგ ჭანკვეტაძე,
გიორგი ვეფხვაძე, პეტრე შარიქაძე და სხვები.
ახალი თაობაც იმედისმომცემია:
თედო ებანოიძე – საქართველოს ჩემპიონი.
გიგა და გიორგი გიგაშვილები სხვადსასხვა ტურნირის გამარჯვებულები.
ხარაგაულელ სპორტსმენთაგან ყველაზე მეტად გამორჩეული,სახელგანთქმული და
ტიტულოვანია ლეგენდარული სპორტსმენი, 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს
მედლის პრიზიორი ძიუდოში, 1967 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს
პრიზიორი ,ევროპის ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელი 1962, 64, 65, 66 წლებში,
ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი 1967, 68 წლებში,საბჭოთა
კავშირის 10 გზის ჩემპიონი ძიუდოში და სამბოში, საქართველოს აბსოლუტური
ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში,სპორტის დამსახურებული ოსტატი:
ანზორ კიკნაძე

რაიონის საამაყო სპორტსმენები არიან:
ბორის სახვაძე და აკაკი მეიფარიანი – ფარიკაობა.
სერგო ლომიძე – ძალოსნობა.
პლატონ ფოფხაძე და ვაჟა ბლიაძე – მძლეოსნობა.
მადონა წიქარიშვილი – საბჭოთა კავშირის ჩამპიონი მძლეოსნურ სამჭიდში.
თამაზ სახვაძე,მურთაზ აბაშიძე – ფეხბურთი.
გივი აბაშიძე – კალათბურთი.
This post has been edited by arqiteqtor on 24 Jun 2010, 10:36