Anieაუუუჰ
მერე მე დავდებ იმ აივნის ფოტოს , საიდანაც ეგ გადაიღე

ჰოდა
საერთო ჯამში მინდა ვთქვა, რომ ბევრი რამეა გაკეთებული რაჭაში, გზები, ხიდები, ყურადღება ექცევა ნამდვილად და ნოდარიშვილის დროინდელი ონისგან ძალიან განსვავდება !

შოვში ძალიან კაპიტალურად აკეთებენ გზას, სანატორიუმის რემონტიც დაწყებულია, გლოლაში ხიდი, რომელიც ყოველ წელს რამდენჯერმე მიაქვს წვიმის ნიაღვარს და მოდიდებულ მდინარეს, ისე კარგად კეთდება, არ მგონია, კიდევ წაიღოს წყალმა.
მრავალძალი აღდგენილია, ეს უძველესი და ულამაზესი ტაძარი წელს, აღდგენითი სამუაოების დასრულების შემდეგ 19 აგვისტოს ეკურთხა, გზაც კარგად იყო გაკეთებული და მესიამოვნა.
მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, როგორ გავოცდი:
ონის საავადმყოფოში ლიფტი არ მუშაობს და პაციენტები ექიმებს ხელით აჰყავთ ზედა სართულებზე, აესე ამოუდგებიან, ჩამწკრივდებიან და საკაცით აჰყავთ მძიმე ავადმყოფები.
დიდი ხანია ვითხოვთ და ვერ გაკეთდაო, ძალიან სარემონტოა საავადმყოფო და ისეთი მდგომარეობაა, კარგად რომ იყო და შეხვიდე, უკვე ავადმყოფად იგრძნობ თავს.
თვითონ ონში გზები ძალიან დაძველებულია, ქალაქი ძალიან გაღარიბებული და დაჩაჩანაკებულია და მისახედია.
კარგსაც ვხედავ და ცუდიც უნდა ითქვას
This post has been edited by mainc on 23 Aug 2010, 11:45