რა კარგად აღწერე აღმართი, ცხვირი მიწაზე გიდევსო,მაგრამ ერთი ძმაკაცი მყავს დაღმართშიც კი მიწაზე უდევს ცხვირი

რაჭველი ბიჭია ფუტიეთელი ჯაბულიკა ქე იცნობს კაათ
სანამ ე სუნელა მადლობის თქმას მოიფიქრებს გავა ერთი წელი
ისე აქაც წავიწუწუნებ ეგება გულზე მომეშვას

დღე დამეწყო სასწაულად: მაღლივში ვიყავი ასასვლელი საგამოცდო ცენტრმა იქ დანიშნა გამოცდა ჰოდა როგორც მოგეხსენებათ თქვენს მონა მორჩილს "პრავა" არ აქვს, მანქანუკა კიდე იცოცხლე შეკრული ძველი ნაფრონტალი მაგრამ მაინც ლამაზი მერსედესუკა

ჰოდა ვთხოვე მამაჩემს ამიყვანე მაღლივშითქო, მივღიღინებთ ჩვენთვის გავაჩერეთ დელისთან შუქნიშანზე და უკან არ დაგვარტყა პურის დისტრიბუტორების "მარშუტკამ" გადავუხტი გაბრაზებული მარჯვნიდან გადმოვიდა კაცი ჰოდა მეთქი მაგასთან რა მინდა რატო ვეჩხუბო მძროლი უნდა "მეკაჩავებინა" თურმე მარჯვნინ ქონია რული ჰოდა სანამ ეს გავარკვიე ქე გადამიარა სიბრაზემ

მეთქი ახლა პატრულში დავრეკავთქო მომავალი სამართალდამცავი ვარ ბოლოსდაბოლოს, მძღოლმა არიქა თუ კაცი ხარ არ გვინდა პატრული გავაკეთებ მანქანას ჯარიმას ნუ ამკიდებო და გავჩერდი აღარ დავრეკე ( ხანდახან კანონზე წინ ადამიანობაც უნდა დააყენო როდესაც ეს საზოგადოებრივ წესრიგს ხელს არ უშლის) გადავედით წაიყვანეს მანქანა მე წავედი მაღლივში თან ერთი ბოშუნა მომეწონა წინა კვირას ვიცოდი იქ უნდა ყოფილიყო მაგრამ რათ გინდა დამდგარა ამ დაქალებთან ერთად და ქე კი ვერ გამოვიტყუე მარტო

შევედი დავწერე ვიბოდიალე რაცხა თან სულ იმ გოგოზე მეჭირა თვალი არ გამასწროსთქო და მაინც კინაღამ არ გამასწრო, დავწერე უცბათ და გავეკიდე მაგრამ ოხ ეს დაქალები რა დაანებონ თავი
ახლა ბიძაჩემის წლისთავზე მივდივარ ნამდვილი ალალი რაჭველი კაცის, იქ დავლევ ერთ-ორ ჭიქას მის შესანდობარს და მონაგარს დავულოცავ და ეგება მოვიდე ხასიათზე.
მოკლედ მშვიდობა და სიხარული ნუ მოგიშალოთ რაჭველებო, გურულებო და ყველა ქართველო!!! დავფიქრდი და მივხვდი არაფერზე არ უნდა ინერვიულო მანქანა გაკეთდება ი გოგუნაც დარჩება საცხა მარტო