აი დიუმა რას წერს თუშებზე : "თუშთა ერთი ბოქაული, თავადი ჩოლოყაშვილი გარდაიცვალა და მის ადგილზე სხვა ბოქაული დანიშნეს. ამ უკანასკნელს არ ჰქონდა პატივი, ყოფილიყო გვარად ჩოლოყაშვილი, თუშებს კი მაინცდამაინც ჩოლოყაშვილი უნდოდათ ბოქაულად. ისე დაჟინებით მოითხოვდნენ ამას თუშები, რომ ხელისუფალნი შეუდგნენ ძებნას და ძლივძლივობით აღმოაჩინეს ჩოლოყაშვილთა გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი. და მიუხედავად იმისა, რომ სუსტი აგებულების ჯანდაგი კაცი იყო, მაინც დანიშნეს ბოქაულად დიდად გასახარელად თუშებისა, რომელთაც, როგორც იყო ეღირსათ საწადელი ბოქაული.
გავიდა დრო და დაინიშნა ექსპედიცია, სადაც თუშებიც იღებდნენ მონაწილეობას. მათი ბოქაული, რასაკვირველია წინ მიუძღოდა ლაშქარს, მაგრამ გზის სიძნელემ ცუდად იმოქმედა მის ისედაც სუსტ ჯანმრთელობაზე და აშკარად დაეტყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ დიდი სიმამაცე,-რაც იმდრნად ბუნებრივია ქართველებისათვის, რომ მათ ეს უკვე ღირსებად აღარ მიაჩნიათ,-აძლებინებდა მას. თუშებმა გაიფიქრეს, ამ კაცს სააქაო პირი აღარ უჩანს და ადრე თუ გვიან მოკვდებაო, სათათბიროდ შეიკრიბნენ და მსჯელობა გამართეს, რის შედეგადაც ბოქაულთან დეპუტაცია გაიგზავნა. ბოქაულმა დაუყონებლივ მიიღო დეპუტაცია. თუშები დიდი პატივით მიესალმნენ თავიანთ უფროსს და ერთმა ასე მიმართა:
-საყოველთავო აზრია, რომ ღმერთმა ახლო მომავალში სიკვდილი დაგინიშნა და შორს წასვლა აღარ ძალგიძს.
თავადმა ყურები ცქვიტა. თუშმა განაგრძო:
-თუ ორ-სამ დღეში გრდაიცვალე, ესე იგი, როცა მთებში შორს ვიქნებით წასული, ჩვენთვის დიდი დაბრკოლება შეიქმნები, რადგანაც, როგორც მოგეხსენება, ვალდებული ვართ შენი გვამი ოჯახს მივუტანოთ. სწრაფი უკანდახაევის დროსაც პასუხს ვერ ვაგებთ, რომ შენი პატივსაცემი გვამის არც ერთი ნაწილი არ დაიკარგება. ჩვენ ხომ იძულებული ვიქნებით, ოთხად დაგჭრათ.
-მერე რა გინდათ? -ჰკითხა განცვიფრებისაგან თვალებგაფართოვებულმა თავადმა.
-ასეთ წინადადებას გაძლევთ: თუ გინდა, შენს გვამს არავითარი ფათერაკი არ შეემთხვეს, დაუფიქრდი მდგომარეობას და ნება მოგვეცი ახლავე მოგკლათ. და ვინაიდან შენი სახლიდან სულ ხუთი-ექვსი დღის სავალზე ვართ, შენს გვამს საღად და უვნებლად დავუბრუნებთ ოჯახს.
ეს ფრიად ალერსიანი წინადადება თავადმა უარჰყო. უფრო მეტიც, ამ წინადადებამ ის გააკეთა, რაც ვერ მოახერხა ქინაქინამ: თავადი სწრაფად განკურნა ციებ-ცხელებისაგან. საერთოდ ამის შემდეგ მისი ჯამრთელობა გაუმჯობესდა და ისე ყოჩაღად ჩაატარა ლაშქრობა, რომ ერთი ნაკაწრიც არ მიუღია და თვითონვე იკისრა თავისი ოჯახისათვის სრულიად უვნებელი სხეულის მიტანა. ოღონდ ეს იყო, რომ თუშების წინადადებამ ისე აუჩუყა გული, რომ ამ ამბავს აუღელვებლად ვეღარ იგონებდა."
აბა როგორია?
* * *
აი კიდე
"ბრძოლაში თუში თავის დღეში მეგობარს არ მიეშველება, თუ ამ უკანასკნელმა არ დაუძახა, და თვითონაც იშვიათად თუ ვინმეს მოუხმობს საშველად, მარტოც რომ დარჩედს სამი აცის წინააღმდეგ.
ერთ თუშს თიანეთელი ახალგაზრდა ქალი შეჰყვარებია და მისთვის ცოლობა უთხოვნია.
-რამდენი ლეკის ხელს მომიტან მზითევში? - ჰკითხა სასძლომ.
ყმაწვილი თუში ჯერ ბრძოლაში არ იყო ნამყოფი და ნირწამხდარი უკან დაბრუნდა. ის შეთთან მივიდა და თავისი გაჭირვება უამბო.
-გასწი, ჰკითხე, რამდენ ხელსა გთხოვს, - უთხრა შეთმა.
-სულ ცოტა სამი უნდა მოიტანო, - შემოთვალ ახალგზრდა ქალმა.
-მომავალ ექსპედიციაში რომ წავალ, წამომყევი, - შესთავაზა ყმაწვილს შეთმა.
-დაგვიანდება- უპასუხა ახალგაზრდა კცმა.
-კეთილი, ახლავე წავიდეთ, მე სამზადისი არ მჭირდება.
ორი კვირის შემდეგ კაცები თორმეტი ხელით დაბრინდნენ. შეთს შვიდი ხელი მოეჭრა, საქმროს-ხუთი. ვაჟმა დანიშნულ რიცხვს ორით გადააჭარბა, რის გამოც ქორწილი დიდი ამბით გადაიხადეს და მთელი სოფელი მიიწვიეს."