ვითოომ?

აჰა მაშინ
http://urakparaki.com/?m=7&WUID=5334 Sea-son It's me

სეა-სონის დარიგება
მთვარე როცა მიილია და ჩაიწვა ვით სანთელი,
მზის ამოსვლამ გაანათა,მოჰფინა ჩემ ფიქრს ნათელი.
ამოვხსენი ამოცანა,რომელასაც ხსნის მთელი ერი
ყველა ლამობს კვანძის გახსნას : ბავშვი,ქალი,კაცი ბერი..
ყველას უნდა თავისთავთან ჰპოვოს სრული ჰარმონია..
ეს ხომ ძალზედ ადვილია,ეს ბუნების კანონია,
არ ვიფიქროთ ცუდზე ,ბრუდზე,არ ჩავიდოთ გულში ბოღმა,
მხოლოდ ღიმილი ასხივე,ჰარმონია თვითონ მოვა..
ღამე იყო ,რომ ვფიქრობდი,მაწუხებდა მარტოობა,
გული ტვინს ეკითხებოდა ''რატო მაქვს ეს დარდი? გრძნობა?
ტვინმა უთხრა დამნაშავე არ ეძებო სენ ხარ მხოლოდ
დახურული რომ გაქვს კარი,აღარ აგდებ გულიდან ლოდს.
მოიწყინა გულმა უცებ,გადაწყვიტა შეიცვალოს
აღარ უნდა მარტოობა ,უნდა ვინმემ შეიყვაროს.
აივსო ის ოპტიმიზმით და დაიწყო ლექსის წერა
''ეს პირველი ნაბიჯია''-თქვა და ძგერა გააგრძელა...
ერთმანეთზე გულის ტკენა- არ არის ეს სასურველი,
ვთესოთ მხოლოდ თბილი გრძნობა,სიყვარულს კვლავ ყავს მსურველი..
კომენტარებს ნუ მომაყრით ისეთს რომ გამისკდეს გული,
გინდათ აქედან გავიდე ნაწყენი და დათრგუნული?