რადგან ასე მოგეწონათ

გავაგრძელებ ჩემი პილიგრიმობის ამბავს
თუმცა, ამჯერად ცოტა ჩავამუქებ სიტუაციას და მწარე რეალობასთან დაგაპირისპირებთ

მოკლედ, ჩემი სახლიდან სულ რაღაც 1 კილომეტრის გავლის შემდეგ მთელი თავისი სიდიადით წარმოგიდგებათ მინი-ნაგავსაყრელი მტკვრის ნაპირას.
ნაგვის გროვის ზომები ყოველ წელს იზრდება. სულ ცოტა ხანში ალბათ ზედ ასფალტს გადააგებენ ან სულაც მშენებლობებს დაიწყებენ. თუმცა, სამშენებლოდ საფუძვლად არა მგონია ეს ნაგავი გამოდგეს.

ამ ნაგავსაყრელიდან ოდნავ ზემოთ ავიხედოთ და აუცილებლად მიიქცევს ჩვენს ყურადღებას მეორე, დედანაგავსაყრელი, რომელიც მყინვარწვერივით სულ ბურუსშია გახვეული. ოღონდ, იმ დალოცვილისგან განსხვავებით, ეს წვის შედეგად გამოყოფილი კვამლის ბურუსშია ჩაფლული


ასეთ ნაცრისფერ ნოტაზე რომ არ დავასრულოთ, შემოგთავაზებთ რუსთავის უკეთესი ეკოლოგიური მომავლის იმედს, მტკვრის აყვავებულ ჭალას ნაგავსაყრელიდან კარგა მოშორებით. სიამოვნებით გავისეირნებდი იმ მწვანეში.

ლექსები და ფოტოები
ფრიად პოეტური და რომანტიკული განწყობაა
სიყვარულშიც გამოგიტყდებით აქვე ყველას
This post has been edited by ლლევ on 28 Sep 2010, 00:03