პრეს-რელიზი
ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი წელს საიუბილეო ხუთიწლისთავის თარიღს აღნიშნავს და გაიმართება 2010 წლის 12–19 სექტემბერს.
კინოფესტივალის გახსნა დაგეგმილია 2010 წლის 12 სექტემბერს, 18.30 სთ.-ზე, ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ხოლო ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.
კინოფესტივალის მხარდამჭერები:
- საქართველოს ეროვნული კინოცენტრი
- საქართველოს კულტურის სამინისტრო
- აშშ საელჩო
- პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი
- გოეთეს ინსტიტუტი
- კომპანია „აირზენა“
ძირითადი პროგრამაში წელს იქნება 45-მდე სრულმეტრაჟიანი ფილმი, ხოლო ახალგაზრდულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში - 30 ფილმი. დაახლოებით 20-22 ქვეყანა იქნება სულ წარმოდგენილი. კინოფესტივალის პროგრამა შედგება შემდეგი სექციებისგან:
- საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი
- საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების კონკურსი
- აბრეშუმის გზის ქვეყნები - (თურქეთი, ირანი, სომხათი, აზერბაიჯანი)
- გერმანული კინო
- ქართული კინო
- ჟიურის წევრების ფილმები
- ოსტატთა კოლექცია - ცნობილი რეჟისორების ფილმები
- MEET THE JURY სექცია - ჟიურის წევრი რეჟისორების ფილმები.
- ახალგაზრდა კინორეჟისორების სექცია (კონკურსი)
2010 წელს, BIAFF-ს აქვს პროგრამა მოიცავს:
- ცნობილი პოლონელი რეჟისორის Zbygnev Rybchinski-ის (ოსკარის ჯილდოს მფლობელ) მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეტროსპექტივა
- ცნობილი ირანელი რეჟისორის აბას კიაროსტამის ფილმების რეტროსპექტივა და ვიზიტი. ნაჩვენები იქნება ასევე მისი ბოლო ფილმიც ნაჩვენები, რომლის პრემიერა შედგა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე და რომელშიც ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟულიეტ ბინოში ასრულებს მთავარ როლს.
- ასევე მოეწყობა მასტერკლასები, Q & A და პრესკონფერენცია, ზემოთჩამოთვლილ საპატიო სტუმარებთან
- ამერიკული კინოს (ამერიკის საელჩო არის მხარდამჭერი BIAFF 2010) და ირანული კინოს პრეზენტაცია
BIAFF 2010 ძირითადი კონკურსის საერთაშორისო ჟიური
1. Zbignev Rybchinski – Film maker, Poland
2. Judith Blackburn - Chicago Irish Film Festival Director (USA)
3. Bojidar Manov - Film Critic, Bulgaria
4. Nino Kirtadze - Film maker, Georgia
5. Siddiq Barmak - Film maker, Afghanista
BIAFF 2010 - ახალგაზრდა კინორეჟსორთა კონკურსის საერთაშორისო ჟიური
1. Head of Jury - Christopher Kamyszew (USA)
2. Vasily Sigarev – Film maker , Russia
3. Michael Brooke – Film Critic/journalist, UK
4. Seifollah Samadian – Film maker / photographer, Iran
5. Levan Koguashvili – Film maker, Georgia
კინოფესტივალზე დასასწრები აბონემენტების მსურველები უნდა დაგვიკავშირდენ ელ.ფოსტის მეშვეობით - info@biaff.org და მოიწერონ სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია.
სიახლეები კინოფესტივალის შესახებ პერიოდულად დაიდება კინოფესტივალის ვებ-გვერდზე (www.biaff.org) და ასევე კინოფესტივალის FACEBOOK გვერდზეც -
http://www.facebook.com/BIAFFBATUMI, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრინება და სიახლეების მიღება