ამამ კაფია დაწერა -
პლაგიატობის ნიმუში.
ჰკითხეთ, რად არ სურს წამოსვლა,
ეგ თუა ნაღდი რაჭველი.
’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’
მაშ ასე, ამა და მისი ნაპლაგიატარი კაფია იქით იყოს და ჩამოვყალიბდეთ, რაკიღა მასებს მოუთხოვიათ ასე.
მოკლედ, როგორც ვხედავ, ჭილის ტბის და კვირის ვარიანტი ლიდერობს და წავიდეთ მანდ კვირას. შევიკრიბოთ დიდუბეში, სამთო ქიმიასთან დილის 9 საათზე. იქვე შევიძინოთ ცოტა სამწვადე ან სარდელები (რაც გინდათ), პური-ყველი-სასმელი და ა.შ. მაქედან გავყვეთ ან სასაფლაომდე მიმავალ ტრანსპორტს (არ შეგეშინდეთ ოღონდ

), იქიდან კი ფეხით ტბამდე. დიდუბიდან ტაქსის დაქირავებაც შეიძლება.
ფულს რაც შეეხება - მარშუტკები 1 ლარი ღირდა ადრე, ავტობუსის ფასები ქე იცით. მოკლედ, გზის ფული კაპიკებია და სასუსნავებისთვის ავაგროვოთ 10-10 ლარი, მაგრამ თუ ბევრნი ვიქნებით, იქნებ, მაგდენიც არ დაგვჭირდეს. თან, ვიანგარიშოთ ოჯახი და არა კაცი, ერთზე მეტი წამოსულები ძალიან რომ არ ვაზარალოთ.
ამინდი გადასარევია - მზიანი, თბილი, მაგრამ იქ ცოტა მაღალზე ავალთ და მთლად ”ლეტნად” ნუ იქნებით. ფეხსაცმელიც ბოტები არ დაგჭირდებათ, მაგრამ მთლად ასფალტზეც არ ივლით.
მოკლედ, ჩაკიდეთ ხელი ცოლ თუ ქმარ-შვილებს და წამოდით კვირას ულამაზეს ადგილას. ოღონდ ვინმემ ცუდი სიმთვრალე ხომ არ იცით, ბჯოუ?
სახლიდან სასმელი წყლის წამოღება აუცილებელია, სხვა კი არაა საჭირო. ნუ, ახლა რაჭული სამზარეულოს პოპულარიზაციისთვის ლობიანებს, ლორს და ხვანჭაკარას თუ წამოიღებთ, თქვენი ვაჟკაცობაა.
აბა, ჩამოვწეროთ სია, თავში კი, ცხადია, მე ვიქნები - აბა, გურულმა თუ არ გისარდლათ, ჯერ თავს ვერ მოაბამთ წასვლას და რომც რამე, დეიკარგებით სადმე.
1. მისი უდიდებულესობა
tavadze2. ? აბა ვინ იქნება ყველაზე სწრაფი რაჭველი, მეორე ვინ ჩაეწერება სიაში?
diaz_niasamidzeეეე - რა პონტია!!!
გადაცვალე რა მორიგეობა, ან - ”ავად გახდი”.
This post has been edited by tavadze on 5 Nov 2010, 23:02
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".