აი ხომ ვთქვი... დაგდებული ვარ თქო
* * *
არა, ეს საერთოდ რა შუაშია, ან მე რა შუაში ვარ... ან ეს თემა რა მოსატანია. გვერდით ჩავუვლი-თქო და ისევ თეთრ სივრცეს მოვხედე.
თეთრი დავტოვე და მესხვაფერა, მე-შენ-ფერა... არა, ეს არ არის ჩემი ცხოვრება, მე უშენოდ ვერ ვივლი საცალფეხო ბილიკებზე და ისევ იქამდე მივედი, როცა შენს ნაკვთებს ვსწავლობდი... ხომ იცი რატომაც... ცაზე ვარსკვლავებით უნდა დამეხატე.. ჩუუუ... არ თქვა, თავდახრილ სიმყუდროვეს თვალებს ვეღარ ვუსწორებდი და გადავუხვიე... შენსკენ? არა.. ცისკენ... უკარება თითები ადგილს ვეღარ იპოვნიან შენს სიახლოვეს და სახეზე ავიფარებ.. შენი თითები ჩემს თითებს აღარ მოძებნიან... სუნთქვაჩანატოვარ თბილ ყელს მაგლეჯდნენ ღამის ლანდები და ... იქ ცივა... იქ, სადაც ყველაფერი არაფერია და ოცნებებს ფრთებს ამტვრევენ ყალბი ღიმილით.
გაშალეთ ფიქრების ზეწარი და სადაც ჩემი ფიქრი ნახოთ, გადააწერეთ: " აკრძალულია!"... შენამდე მოსასვლელ მიზეზს ვეძებდი და... თეთრი სივრცე მინდა... დაულაგებელი...უსულო... ჩემს გულისცემას აღარ მოუსმენ და ისიც ვიცი მერე უკუღმა დავთვლი... "შენს გულში ლამაზ შრამად დარჩენის" პატივი მერგო და ამ სიტყვებს ბრჭყალებს ნუ მოუშლი.. მომეცი ხელი... ერთად წავშალოთ ის ერთი სიტყვა, რომელიც გულს ღარავს... თუმცა რაღა დროს...
...
.........
....................
კი.. წავალ..სულ წავალ.. ეს ბოლო წასვლა იქნება და "149"-ში აღარ ჩავჯდები.. რატომ??? მე შორი გზა მაქვს... კიდევ იმაზე შორი, ვიდრე ადამიანის გონებას შეუძლია, რომ მიწვდეს... ნუ გამაცილებ...
(არ უნდა დამეწერა...

)