






* * *
ინფოკლუბი - "სლოტკლუბები ქუთაისში" ბეჭდვა ელფოსტა
Image
ქუთაისში, 6 ნოემბერს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან გამომდინარე "ახალი გაზეთის", "ძველი ქალაქის" და პორტალ "ინფოქუთაისის" ერთობლივი პროექტის "ინფოკლუბის" ამ კვირის მიმოხილვის თემაა: "სლოტკლუბები ქუთაისში".
საქართველოში და მათ შორის ქუთაისში ერთ–ერთ ყველაზე პრობლემატურ გასართობ ადგილად სათამაშო აპარატები და სლოტკლუბები რჩება. ამას, ქუთაისში მცხოვრები 23 წლის ალეკო ქობულაძის ტრაგიკულად დასრულებული სიცოცხლის ფაქტიც მოწმობს, რადგან, 23 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობის ერთ–ერთ მიზეზად სწორედ სლოტკულბის მიმართ მისი აზარტული დამოკიდებულება სახელდება.
ქუთაისში ყველაზე აქტუალური საკითხი ახალგაზრდების სათამაშო აპარატებითა და სლოტკულბებით დაინტერესება გასული კვირის მანძილზე "ინფოქუთაისის" მომხარებლებში მწვავე დისკუსიის მიზეზი გახლდათ. თემაში "სლოტკლუბები ქუთაისში" მონაწილეობა 17 მომხმარებელმა მიიღო. მათი უმეტესობა ქალაქში მსგავსი ტიპის კლუბების დახურვისა და მათი ქალაქიდან მოშორებულ ადგილას გადატანის ინიციატივით გამოვდა.
- "როგორ მინდა ყველა დახურული ვნახო ერთ დღეს, ეგ საღორეები"..
- "მეც არ მომწონს ეს სოკოებივით სლოტკლუბები. ძალან ცუდია რო ასე მარტივად შეუძლია ხალხს სლოტკლუბის გახსნა. ხო შეიძლება ერთ კონკრეტულ მიკარგულ ადგილას გახსნან და იმდენი გზაააბნეული არ შევა სათამაშოდ, მოდი მაინც ტყუილად ვარ და აქ შევიაროთო"...
– " ქალაქში ეგეთი "პრიტონები" მართლაც უნდა იყოს აკრძალული. მარტო იმის გამო, რომ ახალგაზრდებს და ბავშვებს ითრევენ... აზარტში შედიან და მერე უკვე უკან დასახევი გზა არ აქვთ".
გასული კვრის მანძილზე პორტალ "ინფოქუთაისზე" "ინფოკლუბელთა" დისკუსია ჯაჭვის ხიდიდან გადამხტარი 23 წლის ალეკო ქობულაძის ტრაგიკულად გარდაცლვალების ფაქტის გარშემო მომდინაროებდა. იყო სხვადასხვა ვერსიები:
– " სამსახურში ხელფასს რომ აიღებდა, 10 ლარს აძლევდა თანამშრომელს სამგზავროდ შემინახეო, დანარჩენს აგებდა...
ერთხელ უთქვამს სამი დღეა მშიერი ვარ ამ თამაშის გადამკიდეო"..
– "დასანანია რომ ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ასეთ უაზრობას, რადგან გამოსავლის მოპოვება ყოველთვის შეიძლება... უკიდურესობამდე მისული ადამიანი კი სამწუხაროდ გამოსავალს ვერ ხედავს"..
ქუთაისში სლოტკლუების თემის გარშემო "ინფოკლუბელთა" შორის დაწყებული დისკუსია აღნიშნული გასართობი ადგილების ლიცეზიის საკითხსაც შეეხო. ზოგერთი "იფოკლუბელის" აზრით, ლიზენციის ფასმა უნდა აიწიოს.
– "ჩემი აზრით, აუცილებელია აიწიოს ლიცენზიის ფასი, თორემ ძალიან მომრავლდა უკვე.... ასევე, სათამაშო აპარატების გამარულობა უნდა შეამოწმოს ვინმემ"....
"ინფოკლუბელელთა" თქმით, საერთოდ, მოთამაშეების 2 კატეგორია არსებობს: ერთი, რომლებსაც მოგებით უნდა გამდიდრდეს და მეორე, რომლებიც მხოლოდ აზარტისთვის თამაშობენ. პირველები თავს აგებენ, მეორე კატეგორია კი სიამოვნებას იღებს....თუმცა საბოლოოდ, ყველა ყველა თანხმდება იმაზე, რომ: – "ნადვილი "ლომკაა"...ამ გზით გამდიდრებული და აშენებული მე ჯერ არ მინახავს"...
"ინფოკლუბელები" მოთამაშე ახალგაზრდებისთვის ასაკობრივი ზღვარის დაწესების წინადადებითაც გამოვიდნენ.
– "ლიმიტი უნდა დაწესდეს. მაგალითად 30 წლამდე მოქალაქე არ შეუშვან სლოტკლუბში. ასევე, მოქალაქე თამაშს რომ დაიწყებს, იქვე სარეგისტრაციო ფორმას უნდა ავსებდეს, სადაც პირადობის მონაცემებს ჩაიწერს სლოტკლუბის რეგისტრატორი და ამის მერე ეძლეოდეს თამაშის საშუალება და თანხაც რეგისტრაციის საფუძველზე
როგორც ონლაინ კაზინოებშია".
თუმცა, ასაკობრივი ზღვარის დაწესებაში გამოსავალს ვერ ხედავენ სხვა "ინფოლკუბელები", რადგან: "18 წლისას თუ მანქანის ყიდვის და სხვისი მოკვლის უფლება აქვს, სლოტ-კლუბში შესვლის და თავის მოკვლის უფლება რატომ არ უნდა ჰქონდეს? პირიქით, ამ შემთხვევაში დანაკარგი ნაკლებია. 1 მანკიერი სიცოცხლე მთავრდება მხოლოდ. ავტოავარიაში კი..."
- "მე ვერავინ ვერ დამაძალებს წამოდი "ვიყომაროთო".. ასე რომ ვისთვის რთული და ვისთვის იოლი გადაწყვეტილება თავად ადამიანმა უნდა მიიღოს. უნდა იცოდეს, რომ ყველაზე მეტი მოგებული ისაა, ვინც არ თამაშობს ეგეთ რაღაცეებს"...
თეა ზიბზიბაძე
"ინფო-კლუბი"
http://infokutaisi.com/index.php?option=co...=383&Itemid=200